თეგებით ძიება

TV25-ს ჟურნალისტს, რომელიც ავარიაში მოჰყვა, დახმარება სჭირდება (ვიდეო)

TV25-ს ჟურნალისტს, რომელიც ავარიაში მოჰყვა დახმარება სჭირდება, ამის შესახებ ინფორმაცია ტელევიზიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა.

"ალბათ შენიშნავდით, რომ რამდენიმე დღეა ამ სტუდიიდან ჩემი კოლეგა ია გოლიაძე არ გესალმებათ, ეს იმიტომ, რომ ის ავარიაში მოჰყვა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახლა სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. ექიმების თქმით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, კონტაქტურია და ბინაზე მალე გაეწერება, თუმცა რეაბილიტაციის პროცესში თქვენი ფინანსური დახმარებაა მნიშვნელოვანი, მას სახეზე პლასტიკური ოპერაცია ესაჭიროება. თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვის ეკრანზე მითითებულია TBC ბანკის ანგარიშის ნომერი. მადლობას გიხდით თანადგომისთვის.”


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა