სად და როგორ შევხვდეთ ახალ 2021 წელს?
ჩვენ თეთრი ლითონის ხარის უჩვეულო, ნათელი და იმპულსური წელი გველის. აღმოსავლურ კულტურაში თეთრი ფერი სიწმინდეს, უბიწოებას და სამართლიანობას განასახიერებს.
კიდევ რისი ცოდნაა აუცილებელი 2021 წლის მთავარი სიმბოლოს შესახებ?
ნიშნის მახასიათებლები
2021 წელს თეთრ ვირთხას თეთრი ხარი ჩაანაცვლებს. ეს დიადი საქმეებისა და მოვლენების წელი იქნება. ის საშუალებას მოგვცემს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ის აკეთოს, რაზეც დიდი ხანი ოცნებობს. ხარი მშვიდი და კეთილშობილი ცხოველია, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, მას შეუძლია სწრაფად და აგრესიულად იმოქმედოს. უმჯობესია, ხარი ასე არასოდეს გააბრაზოთ.
როცა ლითონის ხარზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ლითონი ძალა, გამძლეობა და საიმედოობაა. ლითონის ხარი განსაკუთრებით აფასებს ისეთ თვისებებს, როგორიცაა მოთმინება, წესიერება და საკუთარი სიტყვის ფასი. ვისაც ზემოხსენებული თვისებები არ აქვს, ხარს შეუძლია რქებით გადათელოს!
ხარს მუშაობა უყვარს და პატივისცემით ეპყრობა ყველას, ვისაც იგივე თვისება აქვს. მშრომელი ხარი ყველას დაეხმარება, ვისაც მუშაობა სურს, ამიტომ 2021 წელი ხელსაყრელი დროა კარიერული წინსვლისთვის.
ამ წელს ოჯახის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. ხელსაყრელი დროა ოჯახის შექმნის, გაძლიერების და გაფართოებისთვის.
როგორ მოვიზიდოთ წარმატება 2021 წელს?
რა თქმა უნდა, თილისმის გარეშე არაფერი გამოვა. მშვენიერი იქნება, თუ თილისმა წლის სიმბოლოს მახასიათებლებს გაიმეორებს და თეთრი ლითონისგან იქნება დამზადებული. თილისმა ხარის გამოსახულებით შეგიძლიათ სამკაულის სახით ატაროთ, იქნება ეს გულსაკიდი, კულონი ან სხვა აქსესუარი.
სასურველია, რომ სახლში ხარის პატარა ქანდაკება დადგათ. ითვლება, რომ ხარის გამოსახულება მამაკაცურ ძალასა და სიმდიდრეს იზიდავს. ასე რომ შეგიძლიათ თამამად დაასახლოთ ჩლიქოსნები თქვენს სახლში.
ყოველთვის, როცა ლითონის ხარის ქანდაკებას შეხედავთ, უნდა გაიხსენოთ ყველა სიკეთე, რიმელსაც ხარი გვპირდებათ, ასევე თქვენი მიზნები და მათი მიღწევის გზები. ახალი წლის წინა დღეებში ტრადიციისამებრ, ბინა საგულდაგულოდ უნდა დაასუფთავოთ. ხარი დიდი სივრცის მოყვარულია და არ უყვარს ძველი ნივთები, ამიტომ უსარგებლო ნივთები ახალიწლის დადგომამდე მოიცილეთ, სახლი დაალაგეთ და სუფთა ენერგია მიეცით.
სად შევხვდეთ ახალ წელს?
ხარი ვერ იტანს ტრაბახს და ქედმაღლობას. ის მყარი ოჯახის და ტრადიციების მოყვარულია, ამიტომ ჯობს 2021 წელს სახლში, ოჯახის წევრების, ნათესავებისა და მეგობრების წრეში შეხვდეთ. წლევანდელი დღესასწაული კარგად გააზრებული უნდა იყოს. კარგი იქნება თუ ყველაფერს საგულდაგულოდ დაგეგმავთ.
რა ჩავიცვათ საახალწლო სუფრასთან?
ახალ წელს ხარის ფერებში უნდა შევხვდეთ. შესაბამისად, ღია ფერის სამოსი უნდა შევარჩიოთ - თეთრი, სპილოსძვლისფერი, კრემისფერი, ვერცხლისფერი, რძისფერი.. სასურველია, ქსოვილი მბზინავი იყოს. თამამად გამოიყენეთ აქსესუარები: თეთრი ლითონის საყურეები, ყელსაბამები და სამაჯურები.
მამაკაცებს შეუძლიათ საზეიმო საღამოსთვის პერანგის ლითონის სარჭები შეარჩიონ. შეიძლება ჰალსტუხის ლითონის ქინძისთავით დამაგრებაც.
როგორ გავაფორმოთ სახლი სწორად?
ამ მხრივ 2021 წელს ბევრი საერთო აქვს გასული წლის ტენდენციებთან. ხარს არ უყვარს კაშკაშა ფერები და ხელოვნური ნივთები. გახსოვდეთ, არავითარი წითელი ფერი ინტერიერის გაფორმებაში! ხარს ეს ფერი აცოფებს! ჩვენ კი მშვიდი და კეთილგანწყობილი წლის ნიშანი გვჭირდება. სახლის გაფორმების ორი გზა არსებობს.
პირველი საზეიმოა, ქათქათა სუფრებით და გახამებული ხელსახოცებით. მისაღებია ოქროსფერი, ვერცხლისფერი და მწვანე დეტალები. ეს შეიძლება იყოს ხელსახოცები, სუფრის დეკორატიული დასაფენები და რა თქმა უნდა, სანთლები - სასურველია, ვერცხლისფერი.
სასურველია, წლის ნიშანს ლამაზი ინსტალაციის სახით, კომპლიმენტი გაუკეთოთ. ეს შეიძლება სუფრის ცენტრში ლამაზად დადგმული შვრიის ან ხორბლის კონა იყოს, ან მწვანე ბალახი ახალი ყვავილებით. ზოგადად, ეცადეთ. რომ ოთახში ბევრი მცენარე იყოს.
ბინის გაფორმების მეორე ვარიანტი ეკო სტილია. ამ შემთხვევაში ვიყენებთ დიდი რაოდენობით ბამბის ქსოვილს - სუფრა, ხელსახოცები, ბალიშები, სკამების გადასაფარებლები. შეიძლება თეფშების ნაწილი თივისგან გაკეთებულ ერთგვარ „ბუდეში“ მოათავსოთ, მთავარია ის სუფთად და ლამაზად გამოიყურებოდეს. შეგიძლიათ სუფრა მწვანე ლენტებით შეკრული ხორბლის კონებით, სტაფილოთოებით და პატარა გოგრებით დაამშვენოთ.
როგორ გავაწყოთ სუფრა
ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ მაგიდაზე უნდა იყოს მცენარეული დეკორაციები თაიგულებისა და პატარა კონების სახით. რაც შეეხება მენიუს, აქ მთავარ ადგილს მრავალფეროვანი სალათები იკავებენ. ჩვენი რჩევაა, რომ ხარის წელს საახალწლო სუფრაზე ძროხისა და ხბოს ხორცი არ დადოთ. ნუ ინერვიულებთ, ეს არანაირად არ გააღარიბებს სადღესასწაულო მენიუს. მთავარი კერძებისთვის შეგიძლიათ ფრინველის ხორცი, გარნირად კი ბურღულეული გამოიყენოთ.
კარგი იქნება, თუ ხარს რძის ნაწსარმს დაახვედრებთ - სხვადასხვა სახეობის ყველი, ნადუღი, რძის სოუსები, რძისგან დამზადებული დესერტები, მაგალითად პანაკოტა. უარი თქვით რთული კერძების მომზადებაზე. ხარი სიმარტივეს და ხარისხს აფასებს!
რა უნდა აჩუქოთ თეთრი ლითონის ხარის წელს?
ხარის წელს საუკეთესო საჩუქარი იქნება სახლთან, მის კეთილმოწყობასთან და სიმყუდროვესთან დაკავშირებული ნივთები.
მამაკაცებისთვის კარგი საჩუქარი იქნება სამშენებლო იარაღი, პერანგი და შარფი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ტყავის ნაწარმი!
ქალებისთვის შესანიშნავი საჩუქარი იქნება ფაიფურის ჭურჭელი, სუფრა, თეთრეული, კოსმეტიკური საშუალებები, აბაზანის ნაკრები და ხელის მოვლის საშუალებები. თუ ქალბატონს სამზარეულო უყვარს, შეგიძლიათ ბოსტნეულის საჭრელი დაფები ან სამზარეულოს გაჯეტები შეარჩიოთ.
გირჩევთ 2021 წელს ვალის გარეშე შეხვდეთ. ხარი მიეჩვია, რომ ყველაფერში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი ჰქონდეს. ასე რომ გაერკვიეთ საკუთარ ფინანსებში და დაალაგეთ ურთიერთობა მათთან, ვისთანაც გარკვეული ვალდებულებები გაკავშირებთ.
ასტროლოგების აზრით, 2021 წელი მშვიდი და ზომიერი იქნება. პანდემიური 2020 წლის შემდეგ ყველას ამოსუნთქვის შესაძლებლობა მოგვეცემა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უდარდელად ვიცხოვრებთ. ხარი მშრომელი ცხოველია და ჩვენგანაც იგივეს ითხოვს.
ფინანსური თვალსაზრისით, ხარი სტაბილურობას და შემოსავლების ზრდას გვპირდება.
კონსერვატორი ხარი და არც ისე ოპტიმისტურად უყურებს ცვლილებებს. ამ მიმართულებით „ოქროს შუალედის“ პოვნა მოგიწევთ, რომ პროგრესს არ ჩამორჩეთ და წლის ნიშანიც არ გააღიზიანოთ.
ამ წელს განსაკუთრებით გულუხვი უნდა იყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხარის მხარდაჭერის იმედი ნუ გექნებათ. ნუ იძუნწებთ საჩუქრების შეძენის დროს და დარწმუნდით, რომ ახალი წლის ღამეს თქვენს საფულეში ფულია. ფინანსური იღბლის მისაზიდად ახალი წლის ღამეს ჯიბეში ქაღალდის ფული და მონეტები უნდა გედოთ.
და, რა თქმა უნდა, ახალ წელს კამათით და ნაწყენი გულით შეხვედრა ცუდი ნიშანია.
იღბლიან წელსგისურვებთ! მშვიდობა და ბედნიერება თქვენს ოჯახებს!