6 პროდუქტი, რომლის ხშირად მირთმევაც მალე დაგაბერებთ
ის, თუ როგორ ფუნქციონირებს ჩვენი ორგანიზმი და რამდენად კარგად ვგრძნობთ თავს, დამოკიდებულია ასაკზე. მაგრამ ბიოლოგიური ასაკი სულაც არ არის სანთლების ის რაოდენობა, რომელსაც დაბადების დღეზე თვალებდახუჭული აქრობთ.
რთულია განსაზღვრო ადამიანის ბიოლოგიური ასაკი, რადგან ის განპირობებულია ცხოვრების ისეთი ფაქტორებით, როგორებიცაა: მოწევა, მზის გამოსხივება, კვების რაციონი და სხვა გარემო ფაქტორები. სამწუხარო ამბავი ისაა, რომ შესაძლოა ორგანიზმი იმაზე ასაკოვანი იყოს, ვიდრე სინამდვილეშია.
თუმცა ამ ამბავს კარგი მხარეც აქვს - შესაძლებელია საკუთარი დაბერება შეფერხება! სწორი კვება, ვარჯიში და ზოგადად, ცხოვრების ჯანსაღი წესი განაპირობებს რამდენად დიდხანს, ჯანმრთელად და ბედნიერად იცხოვრებთ. არჩევანი თქვენზეა, ჩვენ კი შემოგთავაზებთ 10 პროდუქტს, რომელიც დაბერების პროცესს ხელს უწყობს!
1. მარგარინი
დიდი იმედი გვაქვს, ეს მავნე პროდუქტი წლების წინ დაივიწყეთ, მაგრამ თუ ჯერ კიდევ მოიხმართ, დაიმახსოვრეთ: მარგარინი ტრანს ცხიმია, რომელის გადასამუშავებლადაც ორგანიზმი დიდი რაოდენობით სითხეს კარგავს. გამომშრალი ორგანიზმი კი დაბერების პირველი მიზეზია.
2. ენერგეტიკული სასმელები
ენერგეტიკული სასმელები სავსეა შაქრითა და მჟავებით, რომლებიც კბილებს აზიანებენ. თუმცა ეს ყველაფერი არ არის - კოფეინი და ნატრიუმი, რომელთა დიდ რაოდენობასაც შეიცავს ენერგეტიკული სასმელები, დეჰიდრატაციის მთავარი მიზეზია.
3. პურ-ფუნთუშეული
ნამცხვრები და სხვა საკონდიტრო ნაწარმი დიდი რაოდენობით ცხიმს და შაქარს შეიცავს. ეს პროდუქტები ჭარბწონიანობის გარანტიაა, თუმცა ამის გარდა, ბონუსად კბილების დაზიანებულ ემალსაც მიიღებთ.
4. შაქრიანი კოქტეილები
პინა კოლადა? მარგარიტა? მოჰიტო? რა თქმა უნდა ძალიან გემრიელია, თუმცა არ გირჩევთ მათ რეგულარულად მიღებას. შაქრისა და ალკოჰოლის მიქსი, რომელიც ძალიან მალე დააბერებს თქვენს ახალგაზრდა კანს.
5. ალკოჰოლი
ცხადია 1 ჭიქა ღვინო დღესასწაულებზე ნამდვილად არ ავნებს ორგანიზმს, მაგრამ თუ სისტემატიურად მიიღებთ, დაბერების პროცესს დააჩქარებთ. ალკოჰოლი სხეულის დეჰიდრატაციის მიზეზია, ის ასევე A ვიტამინს, უჯრედების განახლებისთვის აუცილებელ ძირითად ელემენტს წაართმევს ორგანიზმს. განსაკუთრებით კი შაქრიან კოქტეილებსა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს უნდა მოერიდოთ.
6. მარილი
დიდი რაოდენობით მარილის მოხვედრა ორგანიზმში წყლის შეკავებას იწვევს. შედეგად კი შეშუპებულ, დაღლილ სახესა და სხეულს მიიღებთ. წარმოგიდგენიათ რა მოხდება, თუ ყოველდღიურად ბევრ მარილს მოიხმართ? დიახ, ნამდვილად მალე დაბერდებით.