ჩამოვედით სოფლის მეურნეობის ასაყვავებლად და გაგვქურდეს – ფერმერი ბაღდათიდან
ჩამოვედით სოფლის მეურნეობის ასაყვავებლად, ამათმა ყველაფერი წაიღეს და აღარაფერი დამიტოვეს – ირაკლი ამირანაშვილი დახმარებას ითხოვს. მას ვანის სოფელ შუამთაში იონჯას (ძროხის ბალახის) მოსავალი გაუთიბეს და მოპარეს. როგორც ფერმერი “მეგა ტვ”-ს უყვება მინდვრების ახლოს მოსახლეობა არის, საქონელიც დაჰყვათ და ეს ფაქტი ვინმე აუცილებლად უნდა დაენახა. მისივე თქმით ტექნიკის გარეშე მოსავლის მოპარვას ვერავინ მოახერხებდა. ირაკლი ამირანაშვილის თქმით ზარალი დიდია და ბანკის ვალებიც გადასახდელი დარჩა:
“ჩამოვედით სოფლის მეურნეობის ასაყვავებლად და მიწა ვიქირავეთ, გამოვიტანეთ აგროსესხი, ტრაქტორი შევიძინეთ, ამასობაში გაგვქურდეს და მოსავალი მოგვპარეს. პოლიცია ჩართულია მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერც პოლიცია აგნებს და ვერც ჩვენ.
მოსავალი აღებული არ გვქონდა, მთელი მინდორი გაწიკეს, ჩემს მაგივრად აირებს მოსავალი და და ჩემს მაგივრად გაყიდეს.
ეს ჩვენი მესამე მოსავალი იყო. ვალი დაგვედო, ბანკები გვაქვს, ოჯახები გვყავს, ამის იმედად ვიყავით. რასაც მოვკიდეთ ხელი ის გაგვიფუჭეს. არ იკმარეს მოპარვა, მერე ღობეები დახსნეს და საქონელი შეყარეს შიგნით, მოაჯეჯგინეს ყველაფერი. 9 ჰექტარი მიწა გაგვითიბეს. ზარალი სადღაც 6-7 ათასი ლარია. 20 ტონა ბალახს რომ მოგპარავენ სოფელში და ამდენი ადამიანი ცხოვრობს, პოლიციას ხომ უნდა ყავდეს ვინმე. ტრაქტორის და სათიბის გარეშე ამას ვერავინ მოიპარავდა. ბოლოს და ბოლოს ეს ტექნიკა ვისაც ჰყავს ის მაინც ხომ უნდა დაკითხო. დავბრუნდებით მაშინ 90-იან წლებში და დავიწყებთ ყველა ყველაფრის ძიებას.
ვითხოვ გამოძიებას და ზარალის ანაზღაურებას. ზამთარში ტრაქტორის ფულის შეტანას ვგეგმავდი ამ მოსავლით, დავჯდებოდი და ვიქნებოდი წყნარად. ახლა ტრაქტორის ფული ცალკე სახდელი, მოსავალი გამითიბეს, ამათმა ყველაფერი წაიღეს და აღარები დამიტოვეს.” – უყვება “მეგა ტვ”-ს ირაკლი ამირაშვილი.
როგორც ფერმერი აცხადებს თვითონ ბაღდათში ცხოვრობს, სოფელი კი შუამთაში აქვს, სწორედ იქ მდებარეობს იონჯას მინდორი. ქურდობის ფაქტი და დაახლოებით 10 დღის წინ მოხდა.