თეგებით ძიება

\'\'გონს უნდა მოვეგოთ ყველანი.. უმძიმესი დღეებია.. ჩვენ თავებს მაინც გავუფრთხილდეთ\'\' - გიორგი ხუხია


ჟურნალისტი გიორგი ხუხია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

როგორც გიორგი ხუხია აღნიშნავს, მიუხედავად ვირუსის გავრცელების მასშტაბებისა, მოსახლეობის დიდ ნაწილს კვლავ არ სჯერა, რომ კორონავირუსი არსებობს.

ჟურნალისტის თქმით, თავად ინფიცირებულებიც კი ფიქრობენ, რომ ჩვეულებრივი გრიპია და დადიან ყველგან.



,, ვირუსის გავრცელების მასშტაბით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა და თან წითელი ზონის ნაცვლად უკვე შავი ზონის სტატუსი აქვს. პაატა იმნაძემ რამდენიმე წუთის წინ "რუსთავი 2"-ზე თქვა, რომ NCDC-ს გათვლებით საქართველოში დღეში 10 ათასი ახალი ინფიცირებულია. ანუ თვეში 300 ათასი და დეკემბერში იქნება პიკი. ამ ციფრებიდან სიკვდილიანობის სტანდარტულ პროცენტს თუ გამოვიყვანთ, სამწუხაროდ დეკემბრის ბოლოსკენ ათასობით იქნება მსხვერპლი.
ამ დროს მოსახლეობის დიდ ნაწილს კვლავ არ სჯერა რომ კორონავირუსი არსებობს. ინფიცირებულებიც კი ფიქრობენ რომ ჩვეულებრივი გრიპია და დადიან გარეთ, ტრანსპორტში, მაღაზიებში, სალონებში და ყველგან. შედეგს ყველანი ვხედავთ და სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ გვაქვს რეალურად მძიმე მდგომარეობა.
უკვე ძალიან ღრმად შევტოპეთ ყველამ. სამოქალაქო თვითშეგნების დაბალი დონე, ამ უმძიმეს ვითარებაში აქციები, ნაკლებად მკაცრი შეზღუდვები, ტრანსპორტსა და სავაჭრო სივრცეებში განუკითხაობა - უამრავი შეცდომის გამო საშინელ მასშტაბებამდე მივიდა ეს ყველაფერი.
ახლა ერთადერთი ყველაზე ეფექტური საშუალება მხოლოდ ის არის, რომ პირბადის ტარებასა და სოციალურ დისტანციასთან ერთად, მაქსიმალურად ვერიდოთ ზედმეტ მოძრაობას გარეთ. პირბადეს თუ ვატარებთ და ამ დროს გადაჭედილ ტრანსპორტში ავეტენებით, არანაირი აზრი არ აქვს ამ ვითომ თავდაცვას.
ვისაც ვაქცინის იმედი აქვს და ამან გაათამამა, ნუ იქნებით ასეთი ოპტიმისტები. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობა პროგნოზირებს, რომ საქართველოში ვაქცინაცია სავარაუდოდ მარტიდან დაიწყება. მანამდე კი 3 თვეზე მეტია. ასე რომ, გონს უნდა მოვეგოთ ყველანი და რეალურად შევაფასოთ, რომ უმძიმესი დღეებია და კიდევ უარესის თავიდან ასაცილებლად, ჩვენს თავებს მაინც გავუფრთხილდეთ! \'\',
- წერს გიორგი ხუხია.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა