თეგებით ძიება

მუნიციპალური ინსპექცია, უკანონოდ დაკავებულ მიწებზე შენობების დემონტაჟს განახორციელებს

ძალიან ბევრი შემთხვევაა დედაქალაქში, როდესაც მუნიციპალური და სახელმწიფო მიწების დატაცებები უკანონოდ ხდება, რაც კატეგორიულად მიუღებელია, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძემ მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს დაავალა, რომ აღნიშნული საკითხის მოწესრიგება დღესვე დაიწყოს.

„მიწის დატაცებამ უკვე მიიღო სისტემური ხასიათი და ძალიან ბევრი შემთხვევაა ასეთი. მინდა, დავავალო მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, ლევან ჯღარკვას, რომ დღეიდანვე დაიწყოს ქმედებები. ვიცი, რომ რამდენიმე ლოკაციზე გაფრთხილებებიც გაქვთ მიცემული, იმ პატარა შენობა-ნაგებობების დემონტაჟი მოახდინონ. თუ ასე არ მოხდება, შეგიძლიათ, თქვენ გაუკეთოთ დემონტაჟი. კატეგორიულად მიუღებელია ეს უკანონო ქმდება. ის არც ჩემია და არც თქვენი, სახელმწიფოსია და არავის მივცემთ საშუალებას, მიიტაცოს. იმ ადამიანებს რა პასუხს ვცემთ, ვინც კეთილსინდისიერად იქცევა და კანონს ემორჩილება. დაიწყეთ ქმედება. შეგიძლიათ, დაიხმაროთ შინაგან საქმეთა სამინისტროც“, – განაცხადა კალაძემ.

1tv.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა