სამსახური უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე - ჯიხაშკარში სკოლის რემონტისას მუშა მძიმედ დაშავდა
ზუგდიდში, სოფელ ჯიხაშკარის სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოს შესრულების დროს ერთ-ერთი მუშა მძიმედ დაშავდა - მას ჭერიდან ჩამოვარდნილი ბეტონის ფილა დაეცა, რის გამოც სერიოზული დაზიანება მიიღო.
მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს და მას კრიტიკული მედიცინის განყოფლებაში მკურნალობენ.
ამ ეტაპზე მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
გავრცელებული ინფორმაციით, სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ღამის საათებში, უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე მიმდინარეობდა. ცნობილია ისიც, რომ დაშავებულ მამაკაცს სამუშაოს შესრულების დროს სპეციალური ეკიპირება არ ეცვა.
წყარო:newpost.ge