რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებლობისას? - ამის ცოდნა უამრავ შეცდომას, შეფერხებას და ზედმეტს ხარჯს აგაცილებთ
სახლის მშენებლობა მნიშვნელოვანი მომენტია და დიდ ცოდნასა და გამოცდილებას საჭიროებს. მშენებლობის ეტაპები და მიმდინარეობა დაწვრილებით არის აღწერილი ტექნიკურ დოკუმენტაციაში, რომელსაც სახლის პროექტი ქვია. ტექნიკური ინსტრუქციების ზედმიწევნით დაცვა უამრავ შეცდომას, შეფერხებას და ხარჯის გადაჭარბებას აგაცილებთ თავიდან.
სამწუხაროდ, ბევრს ავიწყდება, რომ ინტერიერის დიზაინის პროექტი, რომელიც მშენებლობის ბოლო ეტაპზე აუცილებელია, სამუშაოს დაწყებამდე დიდი ხნით ადრე უნდა მომზადდეს და სამშენებლო ტექნიკური დოკუმენტაციის საფუძველი შექმნას.
სახლის საძირკვლის ჩასხმა
სახლის საძირკველი მრავალი ტიპის არსებობს: ხიმინჯების, ლენტური, წერტილოვანი, მთლიანი ფილა, კომბინირებული და ა.შ. არჩევანი დამოკიდებულია სამშენებლო მასალაზე, სართულების რაოდენობაზე და საინჟინრო კომუნიკაციებზე. დიზაინის პროექტი უკვე ამ ეტაპზე სასურველია. მაგალითად, კლასიკურ, მომრგვალებულ შალეს და გოთური სტილის ქვის სახლს განსხვავებული ტიპის საძირკველი სჭირდება.
საძირკვლის ჩასხმის ეტაპზე ასევე გათვალისწინებულია ძირითადი სათავსოების მდებარეობა. ეს შეიძლება იყოს როგორც ოთახები, ისე უფრო მასშტაბური ზონები, მაგალითად, საცურაო აუზი, საუნა, ავტოფარეხი, სარდაფი, ბუხარი, საქვაბე, ვერანდა ან ტერასა. ზოგ შემთხვევაში, ბუხარს, ღუმელს და კიბეს შეიძლება ცალკე საძირკველი დასჭირდეს.
წინასწარ შედგენილი დიზაინის პროექტი სამშენებლო და მოსაპირკეთებელ სამუშაოებს მნიშვნელოვნად გაამარტივებს. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ზოგ შემთხვევაში, აგებული ჩონჩხის პირობებში, ჩანაფიქრის განხორციელება შეუძლებელია.
მზიდი კედლები და ტიხრები
საძირკველის შემდეგ, ჩონჩხი (კარკასი) იკვრება. საძირკვლის ტიპი გავლენას ახდენს იმაზე, თუ რა მასალას აირჩევენ კედლებისთვის. ეს შეიძლება იყოს ბეტონის, აგურის, ბლოკის ან ხის კედლები.
სამუშაო ნახაზებით სწრაფად შეიძლება განვსაზღვროთ ნაგებობის ტიპი და თანმიმდევრობა. უმეტეს შემთხვევაში, პირველ რიგში ამონტაჟებენ მზიდ კედლებსა და ტიხრებს. ამავე ეტაპზე, მრავალსართულიან სახლების იატაკისა და ჭერის მონტაჟი ხორციელდება.
დიზაინის პროექტი ამ შემთხვევაშიც სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე კეთდება. თუ გსურთ სახლი ჭერიდან ბუნებრივი განათებით, სხვენით, პანორამული ფანჯრებით, ერკერებით, აივნებით და ა.შ. ეს მშენებლებმა თავიდანვე უნდა იცოდნენ! პირველი სართულის „ყრუ კედლების“ სტანდარტული ღიობებით აწყობისა და დამონტაჟების შემდეგ, რაიმეს შეცვლა ძალიან რთული იქნება.
სახურავის მონტაჟი
რაფტერული სისტემა ხისგან მზადდება (რაფტერული სისტემა არის დახრილი სახურავის დამხმარე სტრუქტურა) სახურავს ყველა თავისი გემოვნებით არჩევს. ეს შეიძლება იყოს თუნუქის ან ლითონის ფილები ან პროფილირებული ფერადი ფურცლები. სახურავი შეიძლება იყოს ბრტყელი, წვეტიანი, თაღოვანი, კამაროვანი და ა.შ.
თუ მეორე სართულზე მდებარე საძინებლის ან საბავშვო ოთახის დიზაინის პროექტი ფანჯრების არსებობას ითვალისწინებს, ეს სახურავის დამონტაჟებისას უნდა გაითვალისწინონ. გარკვეული კორექტივები შეიძლება ბუხარმაც შეიტანოს - წინასწარ უნდა იყოს ცნობილი ბუხრის და საკვამურის მდებარეობა, რადგან დიზაინის პროექტის გარეშე მისი მოხერხებულად განთავსება რთულია.
საინჟინრო კომუნიკაციები:
სანტექნიკა და კანალიზაცია, ელექტროობა და განათება, გათბობა, ვენტილაცია და კონდიცირება - ეს ყველაფერი საინჟინრო კომუნიკაციებია, რომლლებიც კომფორტული ცხოვრების საფუძველს წარმოადგენს. საინჟინრო კომუნიკაციების მონტაჟი სახურავის გადახურვის შემდეგ იწყება.
პირველ ეტაპზე „შავი სამუშაოები“ ტარდება: მილები, გაყვანილობა, საქვაბე, საჭიროების შემთხვევაში, სატუმბი დანადგარები და ა.შ. ვენტილაციის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის მილების სწორად განლაგებისთვის ზუსტად უნდა იცოდეთ სად განთავსდება აბაზანა, საშხაპე, ტუალეტი და სამზარეულო. მომავალი სახლის დიზაინის პროექტი ამ კითხვებზე პასუხის მიღებაში ძალიან დაგეხმარებათ.