თეგებით ძიება

გულშემატკივრობა არ ისჯება – კახა კალაძე დინამოსთან დაჯარიმებულ ქომაგს შეხვდა

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გულშემატკივრობისთვის დაჯარიმებულ მოქალაქეს პირადად შეხვდა და მას საჩუქრად მაისურიც გადასცა.

შეგახსენებთ, 12 ნოემბერს საქართველომ ისტორიული მატჩი წააგო ჩრდილოეთ მაკედონიასთან. საქართველოს პირველად ჰქონდა ისტორიული შანსი ევროპის ჩემპიონატზე ეთამაშა, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩში 0:1 წააგო. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კი ამ მარცხის შემდეგ თანამდებობა დატოვა.

მატჩის შემდეგ ერთ-ერთი გულშემატკივარი, რომელიც ცრემლებს ვერ მალავდა, პოლიციამ რეგულაციების დარღვევის გამო დააჯარიმა 2000 ლარით, რადგან კორონავირუსთან დაკავშირებულ რეგულაციების თანახმად 22:00 საათის შემდეგ გარეთ გასვლა იკრძალება.


primetime.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა