თეგებით ძიება

ძვირფასი ბრილიანტის ბეჭედი და ორსული პატარძალი – ქეთა თოფურია გათხოვდა (ფოტოები)

მომღერალი ქეთა თოფურია გათხოვდა. 34 წლის ვარსკვლავი, 36 წლის დიპლომატზე ლევ დენგოვზე დაქორწინდა. წყვილმა ქორწილი ვიწრო წრეში მოსკოვში გადაიხადა. ცერემონიალს მხოლოდ უახლოესი მეგობრები და ნათესავები ესწრებოდნენ.

ქეთა თოფურიას მეჯვარეები მისი მეგობრები ნუცა ბერიძე, მიმი შელია და ელინა ურთაევა გახლდათ.

ძვირფასი ბრილიანტის ბეჭედი და ორსული პატარძალი – ქეთა თოფურია გათხოვდა (ფოტოები)


არტისტი დიდი ხნის მანძილზე მალავდა მისი და დიპლომატის რომანის, ხოლო შემდეგ ნიშნობის და ორსულობის ამბავს.

ლევ დენგოვმა ქეთა თოფურია რამდენიმე თვის წინ დანიშნა. ქეთას ხელზე ბრილიანტის უძვირფასესი ბეჭედი რუსულ პრესას და თაყვანისმცემლებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ.



წყვილმა ქორწილი 20 ნოემბერს საიდუმლოდ გადაიხადა და ამის ამსახველი ფოტოები პირად გვერდზე, ცოტა ხნის წინ, თავად ქეთა თოფურიამ გამოაქვეყნა.



ვარსკვლავმა ქორწილში თეთრი მოკლე კაბა შეარჩია, რომელშიც მოზრდილი მუცელი ეტყობოდა.




წყარო: primeambebi.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა