თეგებით ძიება

მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და კერძო სექტორის მხარდასაჭერად, პრემიერი ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს მთავრობა, COVID-19-ის გლობალური პანდემიის მეორე ტალღისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის ღონისძიებების პაკეტზე ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, აღნიშნულ საკითხზე დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან და ჯანდაცვის მინისტრთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

ყურადღება გამახვილდა დახმარებების მიზნობრიობის აუცილებლობაზე და ამ თვალსაზრისით აღინიშნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მთავრობის ეკონომიკური გუნდი აქტიურ შეხვედრებს მართავს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რათა სწორედ მათთან მჭიდრო კომუნიკაციით დაიგეგმოს ის მხარდასაჭერი ღონისძიებები, რომლის შესახებაც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. აგრეთვე, აღინიშნა, რომ მთავრობის მნიშვნელოვანი ამოცანაა, ის წერტილოვანი შეზღუდვები, რომლებიც უახლოეს პერიოდში გამკაცრდება და გაფართოვდება, მაქსიმალურად იყოს დაბალასებული მათი ინტერესების გათვალისწინებით.

შეხვედრისას განიხილეს ეკონომიკაში არსებული ტენდენციები და ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანებია როგორც ინფიცირების ზრდის შენელება და მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ისე სამუშაო ადგილების შენარჩუნება, რათა გლობალური კრიზისით გამოწვეული გავლენა ეკონომიკაზე მაქსიმალურად შემცირდეს.

მთავრობის მეთაური ინტენსიური შეხვედრების ფარგლებში თავად ბიზნესის წარმომადგენლებისგან იღებს ინფორმაციას მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ და აღნიშნული კომუნიკაცია აქტიურად გრძელდება.

ამასთან, მთავრობა აქტიურად მუშაობს მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური დახმარებების პაკეტზეც და ის ნაბიჯები, რომელსაც ამ კუთხით ხელისუფლება კორონავირუსის მეორე ტალღის პირობებში გადადგამს, ასევე მალე გახდება ცნობილი.

"იმედინიუსი"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა