როგორ მოვიზიდოთ სიმდიდრე და წარმატება ახალ წელს?
აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ახირებულ, მტაცებელ ვირთას 2021 წელს შრომისმოყვარე და თავდაჯერებული თეთრი ლითონის ხარი ჩაანაცვლებს.
თეთრი ლითონის ხარის წელიწადი მშვენიერი პერიოდია იმისთვის, რომ გააცოცხლოთ და განახორციელოთ თქვენი იდეები, წამოიწყოთ საკუთარი ბიზნესი და და იზრუნოთ პროფესიულ განვითარებაზე, იპოვოთ უფრო პერსპექტიული სამსახური.
2021 წელი ფინანსურ სიძლიერეს გპირდებათ, თუმცა ამისთვის ბევრი შრომა მოგიწევთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ხარი შრომისმოყვარე ცხოველია და აფასებს ადსამიანებს, რომლებსაც მუშაობა უყვართ.
როგორ მოვიქცეთ, რომ შრომისმოყვარეობასთან ერთად, იღბალმაც გაგვიღიმოს? ახალ წელს ფულის მოზიდვის მრავალი მეთოდი არსებობს. ზოგიერთი დეტალი განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა ყველაფერი მაინც მომავალი წლის სიმბოლიკაზეა დამოკიდებული.
ვნახოთ როგორ შეიძლება მოვიზიდოთ სიმდიდრე:
1. სიმდიდრისა და წარმატების მიზიდვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხერხია შამპანურის ჭიქის დაცლა, რომელშიც მონეტაა მოთავსებული. სანამ მიმავალი წელი უკანასკნელ წამებს ითვლის, შამპანური ბოლომდე უნდა დალიოთ, მონეტა ჭიქიდან უნდა ამოიღოთ და საფულეში ჩადოთ. ის მთელი წლის განმავლობაში ამ ადგილზე უნდა იყოს, როგორც ფინანსების მოზიდვის თილისმა.
2. ფინანსური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად, ახალი წლის დადგომამდე სახლი საგულდაგულოდ უნდა გაასუფთაოთ. სახლიდან უნდა გაიტანოთ ყველა უსარგებლო ნივთი, გატეხილი და გაბზარული ჭურჭელი და სარკე. სახლის შემოსასვლელში დააგეთ პატარა ხალიჩა და მის ქვეშ მონეტა მოათავსეთ.
3. ახალი წლის სუფრასთან მოლხენა ეკრძალება მათ, ვინც მთელი ცხოვრების მანძილზე დაგროვილი დავალიანება არ გადაიხადა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანს ფინანსურ საკითხებში იღბალი გვერდს აუვლის. არასასურველია 2021 წლის დასაწყისამდე ვალის აღება, რათა მომავალში თქვენი საფულე არ იყოს ცარიელი.
4. წარმატება აუცილებლად შემოვა თქვენს სახლში, თუ სუფრაზე სხვადასხვა გემრიელობებს დაახვედრებთ. მენიუში უნდა დაამატოთ კერძები, რომლებიც 2021 წლის ნიშანს - თეთრი ლითონის ხარს მოსწონს. დღესასწაულისთვის სასურველია მოამზადოთ რაც შეიძლება ბევრი სალათი, ბოსტნეული და ხილი, თევზისა და ქათმის კერძები. ნუ დაივიწყებთ ტკბილეულს. სუფრაზე ძროხისა და ხბოს ხორცის დადება კატეგორიულად იკრძალება.