თეგებით ძიება

ამირან გამყრელიძე: მიმდინარეობს მსჯელობა შეიზღუდოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ მიმდინარეობს მსჯელობა დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის შეზღუდვაზე.

„არ დაგიმალავთ, მიდის ამაზე მსჯელობა. გიდასტურებთ, არის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დიდ ქალაქებში შეიზღუდოს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

როგორც ცნობილია, შემზღუდველ ღონისძიებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მთავრობა ხვალ გამოაცხადებს.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, არჩევნების მეორე ტური რომ არა, შესაძლოა, შეზღუდვები ნოემბრის დასაწყისში დაწესებულიყო. გამყრელიძე ვარაუდობს, რომ ამ შემთხვევაში, შეზღუდვები მეტად ეფექტური იქნებოდა.

"ქვეყანა წავიდა გზით, რომ დანის პირზე ევლო - ერთი მხრივ, პოლიტიკური პროცესი არ შეეჩერებინა, როდესაც საკითხი ეხებოდა ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებს ოთხ წელიწადში ერთხელ და მოერე მხრივ, ინფექციის მართვას. სჯობს გვიან ვიდრე, არასდროს, ქვეყანაში რომ არ ყოფილიყო პოლიტიკური პროცესი, რაზეც ჩემი მოსაზრება ბევრჯერ გამომითქვამს, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნებოდა და უნდა ყოფილიყო, შეზღუდვები დაგვეწესებინა უფრო ადრე. მაგრამ იმის გამო, რომ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური პროცესი და ეს პოლიტიკური პროცესი ხდება ოთხ წელიწადში ერთხელ, ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები, ქვეყანა ამ გზით წავიდა, რომ აქაც დანის პირზე ევლო- ერთი მხრივ, პოლიტიკური პროცესი არ შეეჩერებინა, როდესაც საკითხი ეხებოდა ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებს ოთხ წელიწადში ერთხელ და მოერე მხრივ, ინფექციის მართვას. იგივე მეორე ტური რომ არ ყოფილიყო, ეს შეზღუდვები შესაძლოა, ნოემბრის დასაწყისში დაწესებულიყო და ალბათ, მეტ ეფექტს მივიღებდით, მაგრამ ახლა აუცილებლად დასაწესებელია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა