ხელახალი არჩევნების ჩატარების არანაირი საფუძველი არ არსებობს - კახა კალაძე
ხელახალი არჩევნების ჩატარების არანაირი საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ის, რომ არჩევნები გაყალბდა ტყუილია, რასაც მოწმობს ოპოზიციის უარი მმართველი გუნდის შეთავაზებაზე, გახსნილიყო მათთვის სასურველი 1 500 საარჩევო უბანი და გადათვლილიყო ხმები.
„მოლაპარაკებები გრძელდება, უნდა დაიგეგმოს მორიგი შეხვედრა ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით, თუ როდის იქნება გამიჭირდება კონკრეტული თარიღის თქმა, თუმცა რაც შეეხება არჩევნებს, ხელხალი ჩატარების არანაირი საფუძველი არ არსებობს.
ამ დროის განმავლობაში ოპოზიციისგან ვისმენდით, რომ იყო გაყალბებები, ხარვეზები გარკვეულ უბნებზე, რაც იყო დიდი ტყუილი და ამის დასტურია ის, რომ ჩვენ ოპოზიციას შევთავაზეთ 1 500-მდე უბანი, რომელსაც ისინი იტყოდნენ გაგვეხსნა და გადაგვეთვალა ეს უბნები, რომ ისინიც და ყველა, ვისაც კითხვის ნიშნები ჰქონდა დარწმუნებულიყვნენ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, თუმცა მათ ეს არ ისურვეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
Epn