“ჩემ ორგანოს გავყიდი, რომ ბებიას 15 000$ მივცე და სახლიდან აღარ გამაგდოს”- 15 წლის ბიჭის სასოწარკვეთილი წერილი
მამა ნექტარიოს მჭედლიძე, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
“15 წლის ბავშვი მწერს რომ დავეხმარო ან ვაპოვნინო საავადმყოფო სადაც ადამიანის ორგანოებს ყიდულობენ, ბინიდან უშვებენ ბავშვს და უბრალოდ შემირცხვენია ის ქვეყანა და სახელმწიფო სადაც 15 წლის ბავშვი ორგანოების გაყიდვას ნატრობს…”
“ალია” ესაუბრა 15 წლის ბავშვსაც და მის დედასაც.
დედამ გვიამბო, რომ იგი არაერთხელ იყო ძალადობის მსხვერპლი:
“თბილისიდანაც კი ჩაერა პოლიცია, რომ როგორღაც ძალადობა მორჩენილიყო. ახლა მეუბნება, ხომ გავშორდით და გაეთრიეთ აქედანო. მოჰყავთ სახლის მყიდველები და აჩვენებენ ბინას, სანამ ჩემი შვილის ბაბუა ცოცხალი იყო, ის გვპირდებოდა, რომ ბინას უყიდდა ჩემ შვილს, ახლა რაც ის გარდაიცვალა, პოლიციამ მოიყვანა ჩემმა ყოფილმა ქმარმა და დედამთილმა და ისე გვიპირებდნენ გაყრას, მაშინ ბავშვმა თქვა, თავს ჩამოვიხრჩობ ამ სახლში და არ გავალ აქედან ცოცხალიო, პოლიციამ ოქმი დაწერა და წავიდა. ახლა, ყოფილი მეუღლე გვეუბნება, მომეცით 15 000 დოლარი და მე გავაჩუმებ დედაჩემსო… მე მთელი ცხოვრება ვმუშაობ, განა არ ვმუშაობ, სულ შრომაში ვარ, დავრბივარ ახლა ბანკებში, ხვალაც წავალ, ვცდილობ სესხი ავიღო, მაგრამ არავინ მაძლევს ამხელა ფულს… მარტო იმაზე ვდარდობ, ბავშვი რომ ასე ნერვიულობს, ეკლესიური ბავშვია და წყნარი, მშვიდი იყო, ახლა კი ძალიანაა განერვიულებული…”
ოჯახის თხოვნით, “ალია”აქვეყნებს საკონტაქტოდ ტელეფონის ნომერსაც, ოჯახი ცხოვრობს ქობულეთში: – 558 69 76 90
ქვემოთ კი, მოცემულია ანგარიშის ნომერიც.
5 წლის ბიჭი თავის გვერდზეც წერს:
გამარჯობა
არავინ არასდროს არ შემიწუხებია არ მეგონა თუ ამ სტატიას დავწერი ოდესმე მაგრამ იძულებული ვარ
თქვენი დახმარება მჭირდება
არ ვიცი დამეხმარებით თუ არა მაგრამ 15 ათასი დოლარი მჭირდება და ვისაც რამდენი გექნებათ საშუალება თხოვნა იქნება დამეხმაროთ.
ბევრს გაუკვირდება დევრი იტყვის ტყუისო და შეგიძლიათ შემეხმიანოთ პირადში და აგიხსნით ანგარიშის ნომერს დავტოვებთ და გთხოვთ დამეხმაროთ
GE35LB0711126780356000