თეგებით ძიება
26. 11. 2020 მსოფლიო

არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა – ქვეყანა ლეგენდას ემშვიდობება (ფოტოები)

მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშის, არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის, დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო, არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა, რაც მხოლოდ დიდი ეროვნული მოღვაწის გარდაცვალების შემთხვევაში ხდება. ადამიანები პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელს ემშვიდობებიან.

მარადონას ცხედარი ბუენოს-აირესში მდებარე პრეზიდენტის სასახლეში დაასვენეს.

არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა – ქვეყანა ლეგენდას ემშვიდობება (ფოტოები)


დამშვიდობების ცერემონიის გამართვის ადგილას ფეხბურთელის ახლობლები უკვე მივიდნენ. გამოსამშვიდობებელი ცერემონია ადგილობრივი დროით დილის 06:00 საათზე (თბილისის დროით 13:00 საათზე) დაიწყება და ყველა მსურველისთვის ღია იქნება.



სასახლის წინა მოედანზე ლეგენდარულ ფეხბურთელთან დასამშვიდობებლად ასობით გულშემატკივარი უკვე შეიკრიბა. მარადონას პატივსაცემად მთელი ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალი აქციები გაიმართა.



არგენტინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი, დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების დროს მარადონა სახლში თავის ძმისშვილ ჯონი ესპოზიტოსთან და რამდენიმე ექიმთან ერთად იმყოფებოდა. მათ შენიშნეს, რომ ყოფილი ფეხბურთელი ფერმკრთალი იყო და ექიმმა შეამოწმა. საუზმის შემდეგ მარადონამ თქვა, რომ თავს კარგად ვერ გრძნობდა.

სახლში მისულმა სასწრაფო დახმარების ექიმებმა ვერაფერი მოახერხეს – მარადონას გული უკვე გაუჩერდა. გაკვეთის შედეგები უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.

ნოემბერში არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი თავის ტვინში სისხლჩაქცევით საავადმყოფოში მოათავსეს, მაგრამ მოგვიანებით გაწერეს. მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავის გარდაცვალება გულის შეტევას უკავშირდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა