აფთიაქები, სილამაზის სალონები და ბანკები მუშაობას განაგრძობენ
საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, განისაზღვრა ის ობიექტები, რომლებიც დაწესებული შეზღუდვების პირობებში მუშაობას განაგრძობენ.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ამ პერიოდში მუშაობას განაგრძობენ აგრარული ბაზრობები და ბაზრები, სურსათის მაღაზიები, ზოომაღაიზები, აფთიაქები, ყველა სახის სამრეწველო წარმოები, ყველა სახის მშენებლობები და რა თქმა უნდა, ყველა სახის სისტემური ორგანიზაციები, როგორიც არის წყლის, დენის გაზის მომარაგება. ასევე - საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიები და პრესის ჯიხურები.
გარდა ამისა, სამედიცინო სექტორი სრულად განაგრძობს მუშაობას და ისეთი დაწესებულებები, მაგალითად, როგორიცაა სილამაზის სალონები, მუშობას განაგრძობენ.