თეგებით ძიება

მედიცინის პროგრამების გარდა, უნივერსიტეტები სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ — ჩხენკელი

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ დიდ ქალაქებში (ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ფოთი, ზუგდიდი და თელავი), მედიცინის აკადემიური პროგრამების გარდა, უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ.

"სიტუაციიდან გამომდინარე, მედიცინის მიმართულება, ეს სტარტეგიული პრიორიტეტია ქვეყნისთვის. შესაბამისად, უნივერისტეტბს ექნებათ იმის უფლება, რომ ამ პროგრამებზე პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები ჩაატარონ არადისტანციურად", — განაცხადა ჩხენკელმა.

განათლების მინისტრმა, ასევე აღნიშნა, რომ როგორც კერძო, ისე საჯარო საბავშვო ბაღებისა და სკოლების მუშაობა დისტანციურ ფორმატში გაგრძელდება.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა