თეგებით ძიება

ჯანმო: ფიზიკური აქტივობა ჯანმრთელობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პანდემიით შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, აუცილებელია, ადამიანები მეტად იყვნენ ფიზიკურად აქტიურები.

მათივე თქმით, მსოფლიოში ყოველწლიურად 5 მილიონით ნაკლები ადამიანი დაიღუპებოდა ხალხი რომ მეტად იყოს დაკავებული სპორტით, როგორიცაა მაგალითად, სიარული ან სირბილი.

„ახალი გაიდლაინის მიხედვით, ზრდასრული ადამიანებისთვის კვირის განმავლობაში რეკომენდებულია, სულ მცირე, 150-300 წუთით საშუალო ან აქტიური აერობიკა, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის და ბავშვებისთვის კი დღეში 60 წუთი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ფიზიკურად აქტიურ მდგომარეობაში ყოფნა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის.

„ყველა ნაბიჯი მნიშვნელოვანია, ყველამ უნდა ვიმოძრაოთ“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა