საპროტესტო მსვლელობისას გიორგი ლიფონავა დააკავეს
ცესკო-სთან საპროტსტო აქციის მონაწილე, გიორგი ლიფონავა დააკავეს - დაკავების კადრს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი გიგი უგულავა ავრცელებს.
საპროტესტო მსვლელობისას, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობიდან გაიმართა, ჯამში სამი პირია დაკავებული.
შსს-ს ინფორმაციით, საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.
ცნობისთვის, იქამდე საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ პირთა დაკავება გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის მცდელობისა და საპოლიციო მოქმედებებისთვის ხელის შეშლისთვის მოხდა