თეგებით ძიება

„ჩემი ინფორმაციით, ეს საღებავი შეიცავს ბეტა კანცეროგენს, რაც ჯანმრთელობისთვის სახიფათო ნივთიერებაა“ - ირმა ჭკადუა ცესკოს სხდომაზე მომხდარს გამოეხმაურა

ადვოკატი ირმა ჭკადუა დღეს ცესკოს სხდომაზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

„ჩემი ინფორმაციით, ეს საღებავი შეიცავს ბეტა კანცეროგენს, რაც ჯანმრთელობისთვის სახიფათო ნივთიერებაა. ახლა ნერვიულობა იმაზე მოუწევთ, თუ ვისი იდეა იყო ამ დანაშაულებრივი აქტის მოწყობა... ვნახოთ, კიდევ რა ინფორმაცია გაჟონავს და ვინ როგორ დაიცავს თავს... თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ სამარცხვინო აქტით კალანდარიშვილს შეურაცხყოფა მიაყენა, ალბათ უკვე ხვდება, რომ ჯობდა, ეს არ გაეკეთებინა, რადგან, პირველ რიგში, ამ უსაქციელობით და უკულტურობით საკუთარი თავი და ოპოზიცია დააზიანა. სამწუხაროდ, ჩვენი ფსევდო პოლიტიკოსების და აქტივისტების ძლიერი მხარე ზომიერების შეგრძნება არასდროს ყოფილა“ - დაწერა ირმა ჭკადუამ ფეისბუკზე.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი სხდომა დაწყებიდან 3 წუთში, დაპირისპირების გამო შეწყდა, რისი მიზეზიც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლისთვის, გიორგი სიორიძისთვის მიკროფონის გათიშვა გახდა. სიორიძეს ცესკოს თავმჯდომარემ მიკროფონი რეგლამენტით გათვალისწინებული დროის გასვლის გამო გაუთიშა, რასაც კამათი და დაპირისპირება მოჰყვა.

ამის შემდეგ, დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს სახეში შავი სითხე შეასხა.

მოგვიანებით, გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს სხდომა დაზიანებული თვალით გააგრძელა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა