ანგელა მერკელი ევროკავშირის ტერიტორიაზე ყველა სათხილამურო კურორტის დახურვის მოწოდებით გამოდის
გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ევროკავშირის ტერიტორიაზე ყველა სათხილამურო კურორტის დახურვის მოწოდებით გამოდის.
„სათხილამურო სეზონი ახლოვდება. შევეცდებით ევროპაში ყველა სათხილამურო კომპლექსის დახურვის შესაძლებლობაზე შეთანხმებას მივაღწიოთ. სამწუხაროდ, როდესაც ავსტრიის ხელისუფლების განცხადებებს ეცნობი, გესმის, რომ ამის მიღწევა იოლი არ იქნება, თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ შევეცდებით ამის გაკეთებას“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
მანამდე ავსტრიის კანცლერმა, სებასტიან კურცმა განაცხადა, რომ სათხილამურიო კურორტების დახურვა არ არის ის საკითხი, რომელშიც ევროკავშირი უნდა ჩაერიოს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.