თეგებით ძიება

პასუხები შეზღუდვებთან დაკავშირებულ კითხვებზე

დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს აქვეყნებს.

▶ გადაადგილება

1. იზღუდება თუ არა საქალაქთაშორისო მიმოსვლა?

დიახ, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, ასევე 3 იანვრიდან 31 იანვრამდე იზღუდება მგზავრთა რეგულარული გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებით, ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით), ასევე რკინიგზით.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იმუშავებს 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით.

2. შესაძლებელია თუ არა, კერძო კომპანიამ თანამშრომელთა საქალაქთაშორისო ტრანსპორტირება პერიოდულად განახორციელოს?

დიახ, შესაძლებელია.

3. შესაძლებელია თუ არა მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება?

მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსებით გადაადგილება დაშვებულია 05:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე სპეციალური ნებართვების გარეშე.

4. შესაძლებელია თუ არა მსუბუქი ავტომობილით საქალაქთაშორისო გადაადგილება?

მსუბუქი ავტომობილით ან ტაქსით საქალაქთაშორისო გადაადგილება დასაშვებია სპეციალური ნებართვის გარეშე.

5. ჩერდება თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირება?


ქ. თბილისის, ქ. ქუთაისის, ქ. ბათუმის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ზუგდიდის, ქ. ფოთის, ქ. თელავის საზღვრებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა სრულად შეჩერებულია 28 ნოებრიდან 24 დეკემბრამდე, ასევე 3 იანვრიდან 16 იანვრამდე.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იფუნქციონირებს შაბათს და კვირას 16 იანვრიდან-31 იანვრის ჩათვლით.

6. იკრძალება თუ არა ტაქსით გადაადგილება დღის საათებში?

ტაქსით გადაადგილება 05:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე დაშვებულია.

7. ძალაშია თუ არა აკრძალვა ღამის საათებში გადაადგილების შესახებ?

მთელი ქვეყნის მასშტაბით იკრძალება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.

გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის 21:00-დან 1 იანვრის 05:00 საათამდე და შობის ღამე – 6 იანვრის 21:00 საათიდან 7 იანვრის 05:00 საათამდე, როდესაც გადაადგილება არ იქნება შეზღუდული.

8. იზღუდება თუ არა სათხილამურო კურორტებზე (ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია) მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება?

სათხილამურო კურორტებზე (ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია) მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება იზღუდება.

9. დიდ ქალაქებში დაწესებული შეზღუდვები ვრცელდება თუ არა სოფლებზე და მომიჯნავე დაბა/დასახლებებზე?

გადაადგილების შეზღუდვა 21:00სთ-05:00-მდე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის შეზრუდვა, ისევე როგორც კვების ობიექტების, ფიტნესკლუბების და აუზების საქმიანობის შეზღუდვა მოქმედებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დიდ ქალაქებში დაწესებული სხვა შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ აღნიშნული ქალაქების საზღვრებში.

10. შესაძლებელია თუ არა 28 ნოემბრამდე მიღებული საშვის საფუძველზე გადაადგილება?

9-ნოემბრიდან გაცემული ნებართვები კვლავ ძალაშია.

11. აკრძალულია თუ არა 70 წელს გადაცილებულ პირთა გადაადგილება?

აკრძალული არ არის. რეკომენდებულია 70 წელს გადაცილებულმა პირებმა თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.

▶ ეკონომიკური საქმიანობა

12. რა რეგულაციებია რესტორნებსა და კვების ობიექტებთან დაკავშირებით?

რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით მთლიანად გადადიან მიტანის/გატანის სერვისზე. დასაშვებია:

პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway
„დელივერი“
„დრაივი“

13. რომელ სავაჭრო ობიექტებს ეხება შეზღუდვა?

ყველა სავაჭრო ობიექტი ფუნქციონირებს მხოლოდ დისტანციურად – ადგილზე მიტანის/ადგილიდან გატანის სერვისით, მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე.

ეს შეზღუდვა არ ეხება:

სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციას;

ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებას;

სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას;

პრესის ჯიხურებს.

14. იზღუდება თუ არა სავაჭრო ობიექტების მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით?

არა, იზღუდება მხოლოდ ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის და სათხილამურო კურორტების (ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია) საზღვრებში.

15. იხურება თუ არა ბაზრები და ბაზრობები?

ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის და სათხილამურო კურორტების (ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია) საზღვრებში ყველა ტიპის ღია და დახურული ბაზრები/ბაზრობები გადადიან დისტანციურ რეჟიმზე.

აგრარული ბაზრები/ბაზრობები აგრძელებენ ფუნქციონირებას ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვით.

16. ეხება თუ არა აკრძალვა ფიტნეს დარბაზებსა და საცურაო აუზებს?

ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების ფუნქციონირება ჩერდება, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

17. აგრძელებენ თუ არა ფუნქციონირებას სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრები?

სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრები აგრძელებენ ფუნქციონირებას ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვით.

18. დასაშვებია თუ არა საკურიერო მომსახურება ე.წ „დელივერი სერვისი“?

„დელივერი სერვისი“ დასაშვებია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

19. არის თუ არა შესაძლებელი საკურიერო მომსახურების განხორციელება კომენდანტის საათის – 21:00-05:00 საათის პერიოდში?

საკურიერო მომსახურების განსახორციელებლად გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ნებართვის არსებობის შემთხვევაში.

20. აგრძელებს თუ არა მუშაობას ბანკები/სავალუტო ჯიხურები/მიკროსაფინანსო ორგანიზაციები?

ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სავალუტო ჯიხურების ფუნქციონირება არ იზღუდება.

21. შესაძლებელია თუ არა კვების ობიქტებზე ადგილზე მისვლა და საკვების გამოტანა?

დაშვებულია კვების ობიექტებიდან პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway, კერძოდ მომხმარებლის კვების ობიექტის შენობაში შესვლა და პროდუქტის გამოტანა.

▶ სწავლა

22. რა სახის რეგულაცია ვრცელდება სკოლებზე, უნივერსიტეტბსა და პროფესიულ სასწავლებლებზე?

ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (სამედიცინო პროგრამების გარდა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე.

23. შესაძლებელია თუ არა ტრენინგების, კონფერენციების, სემინარების ორგანიზება მონაწილეთა ფიზიკური დასწრებით?

მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.

24. დასაშვებია თუ არა კულტურულ/სპორტული ღონისძიებები?

კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით. გასართობი ღონისძიებების ჩატარება იზღუდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

25. ვრცელდება თუ არა აკრძალვები სახელოვნებო და სპორტულ წრეებზე?

სახელოვნებო, სპორტული წრეები და სტუდიები აჩერებენ მუშაობას ქვეყნის მასშტაბით.

26. აგრძელებენ თუ არა მუშაობას საბავშვო ბაღები?

კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

▶ სამთო სათხილამურო კურორტები

27. იზღუდება თუ არა გადაადილება სამთო კურორტებზე?

ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში იკრძალება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.

28. დამატებით რა შეზღუდვები წესდება ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში?

აღნიშნულ კურორტებზე სასტუმროები ფუნქციონირებენ მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოწყობისთვის. იზღუდება სათხილამურო ტრასების და საბაგიეროების ფუნქციონირება. არ ფუნქციონირებენ კვების ობიექტები. (144-ის ოპერატორმა შესაძლებელია განუმარტოს მოქალაქეს, რომ მას შეუძლია აღნიშნულ კურორტებზე იქირაოს ბინა).

▶ სხვა კითხვები

29. რა სანქციაა გათვალისწინებული დაწესებული აკრძალვების დარღვევის შემთხვევაში?

დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი/ინდ. მეწარმე დაჯარიმდება 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 10 000 ლარით.

30. როდის შედის ძალაში დაწესებული შეზღუდვები?

შეზღუდვები ამოქმედდება 2020 წლის 28 ნოემბრიდან.

▶ 144-ში დასმული შეკითხვების პასუხები

1. თუ მაღაზია ჰყიდის მხოლოდ სიგარეტს,ან მხოლოდ ალკოჰოლს, აგრძელებს თუ არა საქმიანობას არა დისტანციურ რეჟიმში?

ყველა სპეციალიზებული მაღაზია რომელიც არ ყიდის საცალო სარეალიზაციოდ ნებადართულ პროდუქტს არ მუშაობს. მაგ. სიგარეტის და თუთუნის მაღაზია ცალკე აღებული არ მუშაობს, მაგრამ ალკოჰოლის და არაალკოჰოლური მუშაობს რადგან კანონმდებლობით სურსათის პროდუქტია.

2. რუსთავის ავტობაზრობა აგრძელებს თუ არა მუშაობას?

არ არის დაშვებული, თუმცა ონლაინ შეუძლია მოახდინოს საქონლის რეალიზება.

3. თუ მუნიციპალური ტრანსპორტი იკრძალება , ჩერდება თუ არა მეტროს ფუნქციონირება?
დიახ ჩერდება.

4. თუ მოქალაქეს ჰყავს პირადი სამარშუტო ტაქსი, შეუძლია თუ არა, ოჯახის წევრები გადაიყვანოს ქალაქიდან-ქალაქში?

დიახ, შეუძლია.

5. პატარა მაღაზიებს, რომლების ახდენენ ტანსაცმლის, ან საკანცელარიო ნივთების რეალიზაციას, შეუძლიათ იმუშაონ თავიანთი პირადი მიტანის სერვისით?

მაგალითად, საკუთარი მანქანით მიიტანონ მომხმარებლამდე ნივთი? ან შესაძლებელია თუ არა ერთი ფანჯრის პრინციპით, გაატანოს ნივთი მომხმარებელს?
მხოლოდ დისტანციური ვაჭრობაა ნებადართული რაც არ გულისხმობს ერთი ფანჯრის პრინციპს.

6. ავტოსკოლა შეძლებს ფუნქციონირებას?

თეორიული ნაწილი დისტანციურად პრაქტიკული სწავლება ნებადართულია.

7. სასტუმროებს, რომლებსაც დილის კვებით (საუზმით) აქვთ გაყიდული ოთახები, როგორ რეგულირდება ამ შემთხვევაში კვების საკითხი, მაშინ როცა სარესტორნო საქმიანობა (დელივერის გარდა) იკრძალება?

სასტუმროებს უფლება აქვთ მხოლოდ მათი სტუმრები უზრუნველყოფენ კვებით, შესაბამისად უფლება აქვთ ამ მიზნით და დილივერის განსახორციელებლად ამუშაოს რესტორანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა