თეგებით ძიება

უნდა ველოდოთ თუ არა საქართველოში პურის გაძვირებას – მსოფლიო ბაზარზე ფქვილის ფასი გაიზარდა

საქართველოში პურის ფასის გაზრდა არ იგეგმება. თუმცა მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის მკვეთრად მატება შეინიშნება. თუკი რამდენიმე თვის წინ 1 ტონა ხორბლი 180-185$ ღირდა, ახლა საშუალოდ 250$ ღირს. ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა.

„საქართველოში პურის ფასის გაზრდა არ იგეგმება. სახელმწიფო მუშაობს, რომ მოხდეს ფქვილის ფასის სუბსიდირება, შესაბამისად პურის ფასი დასტაბილურდება. ერთეული შემთხვევა კი, თუკი რომელიმე თონეში ფასი შეიცვლება, ამით ვერ იმსჯელებ ეს არარელევანტურია. რაც შეეხება საქარხნო პურს, მისი ფასი არ გაიზრდება, შენარჩუნდება ძველი ფასი, რადგან ამისთვის ყველაფერი კეთდება.

თვის ბოლოდან უნდა ამოქმედდეს სუბსიდირება, სუბსიდირება გაგრძელდება მანამ სანამ არ დარეგულირდება ხორბლის ფასი მსოფლიო ბაზარზე, ეს მხოლოდ ჩვენი პრობლემა კი არ არის, ეს არის მთელი მსოფლიოს პრობლემა.

მსოფლიოში ორი ქვეყანაა, რომელსაც კარგი მოსავალი მოუვიდა: რუსეთი და ავსტრალია, დანარჩენი ქვეყნები კი (8 ქვეყანა), რომელიც ახდენს ხორბლის რეალიზაციას ყველას ჰქონდა უმოსავლიანობა. ამიტომ ყველა უფრთხილდება თავის ბეღელს. ალბათ ეს საკითხები დარეგულირდება, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია ორ ბირჟაზე მსოფლიოში – ნიუ-იორკის და პარიზის, სადაც ყალიბდება ხორბლის ფასები. აი როდესაც, რაღაცა სტაბილიზაცია იქნება, მერე იმსჯელებენ.

თუ გულახდილი ვიქნებით ბაზარზე ფასი ძალიან მაღალია, 250$ ღირს საშუალოდ ერთი ტონა ხორბალი, როდესაც 180-185$ ღირდა, ბოლოს საქართველომ 212 $-ად იყიდა.

ამასთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ყოველდღიურად გვაქვს შეხვედრა და მსჯელობა რა გავაკეთოთ, რომ ეს პრობლემა უმტკივნეულოდ გადავიტანოთ“, – ამბობს მალხაზ დოლიძე.


წყარო:primetime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა