8 თვეში საქართველომ $10.5 მლრდ-ის პროდუქცია იყიდა - იმპორტის ზრდა 3.3%-ია
2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 14.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი 4.1 მლრდ აშშ დოლარია (2.5%), იმპორტი კი, 10.5 მლრდ აშშ დოლარი (3.3%)
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში, 6.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.2%-ია.
2024 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.4% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1.7 მლრდ აშშ დოლარი), აშშ (1.1 მლრდ აშშ დოლარი) და რუსეთი (1.1 მლრდ აშშ დოლარი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წლის იანვარ-აგვისტოში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1.9 მლრდ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 18.8% შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 880.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.4%), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები დაფასოებული 416.2 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4%).