თეგებით ძიება

"თუ გაჭირვებაა, ყველამ გავიჭირვოთ და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებსაც შეუმცირდეთ ხელფასები 6 თვის მანძილზე"

ქვეყანაში დაწესებულ ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით, “TV კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ საჯარო მოხელეებს მომდევნო 6 თვის განმავლობაში ხელფასი 1000 ლარამდე შეუმცირდეთ.

ტელეკომპანიის დირექტორი პეტიციის შექმნისა და ხელმომწერების შეგროვების ინიიატივით გამოდის.

“გამოვდივარ მოთხოვნით საბიუჯეტო ორგანიზაციებში (მათ შორის ხელისუფლების წევრების, მათი მოადგილეების, პიარების და ა.შ.) მაქსიმალური ხელფასი უახლოესი 6 თვის მანძილზე იყოს 1000 ლარი. თუ ხელისუფლება თვლის, რომ უმუშევრად დარჩენილმა ადამიანმა შეიძლება იარსებოს 200 ლარით, მრავალშვილიანმა ოჯახმა 100 ლარიანი შემწეობებით, გაჩერებულმა ბიზნესმა შეიძლება მაინც იხადოს გადასახადები და გადარჩეს, რატომ არ შეიძლება საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელფასი შეიზღუდოს და ჩვენი გადახდილი გადასახადები დაიზოგოს? თუ გაჭირვებაა, ყველამ ერთად გავიჭირვოთ. გთავაზობთ შევქმნათ პეტიცია და შევაგროვოთ ხელმოწერები.

P.S. არ ვხუმრობ, სერიოზულად ვამბობ. ჩვენმა ღლიცინმა მიგვიყვანა აქამდე,”- წერს ნინო ჯანგირაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა