თეგებით ძიება

უკონტროლო კრიმინალი ქვეყანაში - თბილისში, ექსპრესფილიალში შეიარაღებული კაცი შეიჭრა

თბილისში, დიღმის მასივში, რობაქიძის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალში შეიარაღებული კაცი შეიჭრა.
"ნიუპოსტისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, წაღებულია თანხა.

ამ დროისთვის ადგილზე კრიმინალისტები არიან მობილიზებული.

ყაჩაღობის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

როგორც "ნიუპოსტს" უწყებაში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილი ყაჩაღობა) დაიწყო.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა