დიღომში გაზი ისევ ჟონავს – აფეთქებას შარშან ამავე კორპუსში 4 ადამიანი ემსხვერპლა
დიდ დიღომში, ავთანდილის 8 ნომერში, გაზი ჟონავს. რამდენიმე ბინადარმა გადაწყვეიტა, რომ კორპუსი დაეტოვებინა.
კორპუსის მაცხოვრებლებმა გამოიძახეს "თბილისი ენერჯის" უსაფრთხოების სამსახური, რომელმაც ბუნებრივი აირის გაჟონვის ფაქტი დაადასტურა და ცენტრალური მილიც გადაკეტა, თუმცა ადგილობრივებს უთხრა, რომ სამსახური, რომელსაც პრობლემა უნდა მოეგვარებინა, ადგილზე მხოლოდ მეორე დილას შეძლებდა მისვლას.
მოსახლეობა არ გამოირცხავს, რომ ბუნებრივი აირი, რომელიმე ბინაში უკვე დაგროვდა, რადგან კორპუსში საკმაოდ მძაფრი სუნი იდგა.
საცხოვრებელში გაზის მიწოდება ამ დრომდე არ ხდება.
შეგახსენებთ, რომ ამავე კორპუსში, ავთანდილის 8–ში გასულ წელს გაზის გაჟონვამ, აფეთქება გამოიწვია და შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა.
წყარო:newpost.ge