თეგებით ძიება

დედაქალაქის მერია სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად ნახევარ მილიონ ლარს გამოყოფს

დედაქალაქის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად, მერიის სარეზერვო ფონდიდან ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა.
წლის ბოლომდე საკვებ პროდუქტებს ერთჯერადად 10 ათასამდე სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცი მიიღებს.

ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერების პერიოდში, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის მოქმედების არეალებში პარკირება ნებისმიერი მოქალაქისთვის უფასო იქნება. უფასო პარკირებით სარგებლობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენამდე იქნება შესაძლებელი", - წერს მერიის პრესსამსახურის უფროსი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა