თეგებით ძიება

როგორ გამოვიყენოთ იზოლაციის პერიოდი ნაყოფიერად? – 7 იდეა სახლში მყოფებისთვის

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული რამდენიმე კვირიანი იზოლაციის დროს სავარაუდოდ, სახლში შენახული ტკბილეულის მარაგი მთლიანად აითვისეთ და ყველა სერიალს უყურეთ. რა უნდა გააკეთოთ, რომ სახლში ჯდომისგან და კორონავირუსის შესახებ ინფორმაციისგან არ გაგიჟდეთ? ჩვენ რამდენიმე იდეას შემოგთავაზებთ.

როგორ გამოვიყენოთ იზოლაციის პერიოდი ნაყოფიერად? – 7 იდეა სახლში მყოფებისთვის


1. ისწავლეთ სასაუბრო ინგლისური
ბევრმა ადამიანმა უცხო ენის გრამატიკა მშვენივრად იცის, მაგრამ პრაქტიკაში გამოყენება უჭირს და არც მასწავლებელთან სიარულის დრო და ფინანსნები აქვს. სწორედ ასეთმა ადამიანებმა შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტ-პლატფორმა, სადაც თვითიზოლაციის პერიოდს ნაყოფიერად გამოიყენებთ და ინგლისურის ცოდნას გაიღრმავებთ.



2. მოაწყვეთ სახლში მინი-პარკი
ყველამ ვიცით, რომ ოთახის მცენარეები ასუფთავებენ ჰაერს, ამშვენებენ სივრცეს და თვალს ახალისებენ. შესანიშნავი დროა, რომ სახლში მინი-პარკის გაშენებაზე იზრუნოთ, რადგან ქუჩაში სეირნობა უსაფრთხო აღარაა. ახლა უამრავი დრო გაქვთ, რომ ოთახის მცენარეების გამრავლებაზე იზრუნოთ. მათ მოვლას კი ინტერნეტ სივრცეში ადვილად აითვისებთ.



3. ისწავლეთ პროგრამირება
პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა დაგვანახა, რომ ადამიანებს სხვადასხვა უნარების არსებობა სამსახურის პოვნაში და შენარჩინებაში ეხმარება. თუნდაც ის, რომ კარანტინის დროს, ინტერნეტ პროვაიდერებისა და მომიჯნავე სფეროების შემოსავლები იზრდება, ბევრზე მეტყველებს. მაგალითად, Microsoft Teams-მა მაისის მონაცემებით, დღეში 75 მილიონ აქტიურ მომხმარებელს მიაღწია, "ლოქდაუნამდე“ მხოლოდ 30 მილიონი ჰყავდა.
იქნებ, სანამ სცადოთ ინფორმაციული ტექნოლოგიების შესწავლა, სანამ ბევრი თავისუფალი დრო გაქვთ? თუ ინტერნეტში კარგად დაძებნით, ამის გაკეთება უფასოდ შეგიძლიათ. Microsoft Academy– ის კურსები დაგეხმარებათ დაეუფლოთ პროგრამირებას და კომპიუტერის ცოდნის საფუძვლებს. ასე, რომ საქმის დაწყების დროა.



4. წაიკითხეთ და მოუსმინეთ წიგნებს სკოლის სასწავლო გეგმიდან
ალბათ, თავის დროზე ბევრს აღიზიანებდა სასკოლო ლიტერატურის წაკითხვა, მაგრამ ახლა ამ ნაწარმოებებს სრულიად სხვაგვარად აღიქვამთ. სცადეთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე საგანმანათლებლო ტელეარხის ყურება. შეიძლება ბევრი რამ შეიტყოთ, რაც თავის დროზე გამოგეპარათ ან განსხვავებულად აღიქვით. მიეცით საკუთარ თავს ცოტა ხნით, ბავშვობაში დაბრუნების უფლება.



5. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე
დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, ბევრ ჩვენგანს არ ჰქონდა საკმარისი დრო ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. რა თქმა უნდა, ახლა შეუძლებელია ყველა ანალიზის მშვიდად ჩაბარება და ექიმებთან სიარული, მაგრამ ტელემედიცინა და ონლაინ კონსულტაციები ხელმისაწვდომია. პანდემიით გამოწვეულმა ღონისძიებებმა მილიონობით ადამიანი საკუთარი სახლის კედლებში გამოკეტა. არადა, სხეულისთვის მოძრაობა აუცილებელია. მოძებნეთ ინტერნეტში თქვენთვის შესაფერისი ვარჯიშები და საქმეს შეუდექით. ივარჯიშეთ, როგორც კი ამის დროს გამონახავთ.



6.ისწავლეთ ხელსაქმე
წვრილი მოტორიკა და შემოქმედება სტრესის დონის შემცირებაში დაგეხმარებათ. YouTube სავსეა კერვის, ქსოვის, ქარგვის და ა.შ. მასტერკლასებით ნებისმიერ თემაზე. შექმენით ხელოვნების ნიმუშები საკუთარი ხელით და სახლში ყოფნის პერიოდი გაცილებით საინტერესო გახდება.



7. ისწავლეთ გემრიელი კერძების მომზადება
ამ საქმეშიც YouTube დაგეხმარებათ, თუ თქვენი კულინარიული მიღწევები შემწვარი კარტოფილით და კვერცხით შემოიფარგლება, დროა მის მრავალფეროვნებაზე ფიქრი დაიწყოთ. მოიძიეთ ინტერნეტში როგორ შეიძლება გემრიელი კერძის ან ნამცხვრის მომხადება და ოჯახის წევრებს სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყეთ.
გისურვებთ, რომ ოანდემიით გამოწვეული იზოლაციის პერიოდი ჯანმრთელად, შინაარსიანად და მხიარულად გაატაროთ.

გემრიელი კერძების მოსამზადებელი რეცეპტები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენ საიტზე: https://tia.ge/news/kulinaria/


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა