თეგებით ძიება

\'\'რით ვერ დარწმუნდით, რომ ქართული შავი პარასკევი ჩაწოლილი საქონლის გასაღებას ემსახურება\'\' - თეა გვასალია

ჟურნალისტი თეა გვასალია სოციალურ ქსელში ქართულ \'\'შავ პარასკევთან\'\' დაკავშირებით, პოსტს აქვეყნებს.

თეა გვასალიას თქმით, ქართული \'\'შავი პარასკევი\'\' ჩაწოლილი საქონლის გასაღებას ემსახურება.





,, ამდენი წლის მანძილზე ჯერ იმაში რით ვერ დარწმუნდით, რომ ქართული „შავი პარასკევი“ ჩაწოლილი საქონლის გასაღებას ემსახურება და მთლად ტყუილადაც რომ არიგებდნენ ეფლის ტექნიკას, მუხის ავეჯს და ამანსიო ორტეგას ხელით შეკერილ ტანისამოსს, არაფერი არ ღირს თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის ფასად. მე ცხვირი არ გამიყვია გარეთ, მაგრამ ყოველი მეორე პოსტი ფბ.- ზე საათნახევრიან საცობებს ეხება და სპორტის სასახლეში რომ მოგვიწევს საველე ჰოსპიტალის მოწყობა, მერე ერთი ფასი ექნება „მიჰა ჰამოდის“ კლასტერიდან იქნებით თუ „ვაიკიკის“ რიგიდან! \'\', - წერს თეა გვასალია.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა