როდის გაგრძელდება \'\'ჩცდ\'\' და “თესეა” ?
შინ გამოკეტილი მოსახლეობა ტელევიზორს რომ მიუჯდება, ეს უკვე ცხადია. მკითხველი გვეკითხება, როდის განახლდება სერიალების – “ჩემი ცოლის დაქალების” და “თესეას” ჩვენება?
პროდიუსერი ირაკლი საღინაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ჯერჯერობით უცნობია, როდის შეიძლება გაგრძელდეს სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” გადაღება. რაც შეეხება, “თესეას”, მას მაყურებელი, სავარაუდოდ, იანვარში იხილავს.
ირაკლი საღინაძე: – ლოქდაუნის პირობებში ძალიან ძნელია სერიალების გადაღება. ახალ წლამდე, სანამ ეს რეგულაციები მოქმედებს, რთულია გადამღები ჯგუფის მუშაობა.
“თესეას” ბოლო სცენებია დარჩენილი. იმედი მაქვს, გადასაღებად ათი დღე ეყოფა. ჩავამთავრებთ. “თესეას” გადაღება ერთი ჯგუფით ხდება და შედარებით მსუბუქია. ვიღებთ ლოკაციების მიხედვით. ეთერში სავარაუდოდ იანვარში გავა.
“ჩემი ცოლის დაქალებს” სამი ჯგუფი იღებს და ფიზიკურად შეუძლებელია მისი ახლა გადაღება.
Primeambebi.ge