დღეს სითი მოლში შოპინგობდა ქალბატონი, რომელსაც კორონა აქვს დადასტურებული – ია ფარულავა
შავ პარასკევს, მოლებსა და ქუჩაში შექმნილ საცობებს, ია ფარულავამ სოციალურ ქსელში ბევრი პოსტი მიუძღვნა, ბოლოს კი დაწერა, რომ „სითი მოლში“ შოპინგობდა ქალბატონი, რომელსაც კორონა აქვს დადასტურებული.
„და ბოლოს: დღეს სითი მოლში ნახეს ქალბატონი, რომელიც შოპინგობდა თამამად, არადა მას დადასტურებული კოვიდი აქვს მსუბუქ ფორმებში და სახლში გადიოდა მკურნალობას. P.S. სახელს და გვარს ნუ მკითხავთ. ჯოგური იმუნიტეტის იმედზე ღა ვარ“,- წერს ტელეწამყვანი.