თეგებით ძიება

„ნება მომეცი უბრალოდ ვიტირო“ - რატომ გაუჭირდა ანი გიუნტერს გადაცემაში საუბარი

ანი გიუნტერი სოციალურ ქსელში მამის გარდაცვალების დღეეს იხსენებს და წერს, რომ ამ დღეს ტელევიზიაში მუშაობა გაუჭირდა. ტელეწამყვანის თქმით, ჰყავდა მამა, რომელსაც ყველა კიტხვაზე ჰქონდა პასუხი და შვილის ყოველდღიურობაში ცარიელი ადგილი დატოვა...

"26 წელია ვცდილობ, 26 ნოემბერი გახდეს ჩვეულებრივი დღე. გუშინაც, გადაცემის მისალმების ჩაწერისას ათასჯერ გავხსენი ტექსტი და ვერ ჩავწერე. 26 ნოემბერი ახლაც ცარიელია...

არადა ყოველთვის წამყვანის ტექსტი სტანდარტულია: დღე, რიცხვი და მერე რაც გულს მოესურვება. ყველაზე არასტანდარტული მამა მყავდა და ამიტომ მეპატიება არასტანდარტული მისალმებაც.

ათას რამეს მოვიმიზეზებ, რომ დღე გადავაგორო, მაგრამ 26 წელია ვერ ვხვდები მიზეზს, როგორ ვსუნთქავ უშენოდ... ალბათ შენ მაცოცხლებ, მა, როგორც მაჩუქე ეს სიცოცხლე. არ ვიცი, ყველაფერზე პასუხი შენ იცოდი ხოლმე სხვებზე ზუსტად და ახლაც, ნება მომეცი უბრალოდ ვიტირო და დავრჩე იმ ბავშვად, რომელსაც მაგრად აკოცე და სამუდამოდ დაემშვიდობე...მიყვარხარ..." - წერს ანი გიუნტერი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა