თეგებით ძიება

რა "შავი პარასკევი", ჩვენთან 50 ან 70%-ანი ფასდაკლება არ არსებობს - ამირან სალუქვაძე

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში გუშინდელ \'\'შავ პარასკევთან\'\' დაკავშირებით, პოსტს აქვეყნებს.





,, რა უნდა დავწერო გუშინდელთან დაკავშირებით, იმდენი დაიწერა?!
ჯერ დავწერ რა გავიგეთ, რა ვერ გავიგეთ, შემდეგ კი გუშინდელ დღესავით ქაოტურს მოსაზრებებს...
????რა გავიგეთ?
◾გავიგეთ, რომ პანდემიის ფონზე, არა მხოლოდ არჩევნებს, "შავ პარასკევსაც" ვატარებთ, ოღონდ პირველი უსაფრთხოდ, მეორე კი თავზე დავიმხვეთ.
◾გავიგეთ, რომ თბილისის 6 "მოლის" დღიური მოგება, დღიური მოგება 10 მილიონს, 10 მილიონს შეადგენს. 2-ჯერ გაგვიმეორა გუშინ ერთ-ერთი "მოლის" გენდირექტორმა. ბრუნვა არ თქვა, მოგებაა 10 მილიონიო.
◾გავიგეთ, რომ უპასუხისმგებლო და მეტიჩარა ნაცია ვართ. "შავი პარასკევია" და როგორ ჩავაგდებთ?! რა დროს პანდემია და ეპიდემიაა (ეპიდემიამ იქნებ უფრო იმოქმედოს), როცა ზედა/ქვედა ბოლო მაქვს საყიდელი?!
◾გავიგეთ, რომ "გლავნი კანალის" და მისი ფილიალების ჯიბრზე, მთლად ისე ცუდად, კიდევ გავიმეორებ, მთლად ისე ცუდად, მაგათ რომ გაუხარდებათ, არ ვცხოვრობთ.
◾გავიგეთ, რომ "შავი პარასკევის" გამო დედაქალაქს რაიონებიდანაც მოაწყდა ხალხი. ე.ი. რაღაც კარგი რაიონებშიც ხდება.
◾გავიგეთ, რომ ოპომედიის მთავარ თემად, ნაგვის ურნების გარდა, შესაძლებელი ყოფილა სუპერპუპერთანამედროვე სავაჭრო ცენტრებიც ("მოლებს" რომ ეძახით) იყოს.
????რა ვერ გავიგეთ?
◾ვერ გავიგეთ, რომ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ, ჯერ უნდა გათვალო. "შავი პარასკევის" წინ ასეთი მასშტაბური ჩაკეტვა, არ იყო კარგად გათვლილი.
◾ვერ გავიგეთ, რომ მსოფლიოში საშიში ვირუსი მძვინვარებს, რომელიც ყველას არ კლავს, კლავს მცირე ნაწილს, მაგრამ თუ ჯანდაცვის სისტემა ვერ აუდის, ანუ ისეთივე ხერგილები, საცობები იქმნება საავადმყოფოებში, როგორც გუშინ გზებზე და სავაჭრო ცენტრებში, მაშინ უფრო მეტს მოკლავს. ასევე ვერ გავიგეთ, რომ ვირუსი ტოვებს მძიმე კვალს ჯანმრთელობაზე. ჩვენ კი ვეხუმრებით.
◾ვერ გავიგეთ, რომ საქართველოში "შავი პარასკევი" არ არსებობს. ისე, რას ნიშნავს ეს ტერმინი ჩახედეთ მაინც და რაიმე სხვა მოიგონეთ. თუ ფირმა ტერმინს სხვა მუღამი აქვს?!
◾ვერ გავიგეთ, რომ ქილიკი უზრდელობაა. ეს ისე...
✅ კომენტარები:
☑️თუ გადავხედავთ ამერიკის წამყვანი სააგენტოების ბოლო თვეების სტატიებს, გავიგებთ, რომ, თურმე, ამერიკაში, მსოფლიოს პირველ ეკონომიკაში და "შავი პარასკევის" სამშობლოში, 54 მლნ ადამიანს საკვები არ ყოფნის, ხოლო ყოველი მე-5 ბავშვი შიმშილობს.
☑️სხვათაშორის, თუ გადაავლებთ თვალს იმავე სააგენტოებს, ამ ადამიანებისთვის საკვები არა სახელნწიფოს, არამედ შეძლებულ მოქალაქეებს მიაქვთ. უბრალოდ იციან სად მიიტანონ, ან თანხა სად ჩარიცხონ. ეს ისე...
☑️ჩვენთანაც არსებობს სოლიდარობის ფონდი და თუ ამ ფონდის საქმიანობას უფრო საჯაროს გავხდით, მასში უფრო მეტი მოქალაქე ჩაერთვება.
☑️აშშ-ს სტატისტიკა იმიტომ მოვიყვანე, რომ რა თქმა უნდა, მიუხედავად გუშინდელი უპასუხისმგებლო სიგიჟისა და სავაჭრო ბუმისა, ჩვენს ქვეყანაშიც უამრავ ადამიანს უჭირს. ამავე დროს მხოლოდ ბრმა ვერ დაინახავს, რომ ისე არაა საქმე, როგორი სურათის დახატვასაც ცდილობენ. იმის ნაცვლად რომ მუდმივად ნაგვის ურნები ატრიალოთ ტოკ-შოებსა თუ საინფორმაციოებში, უმჯობესია რეალური მდგომარეობა აჩვენოთ.
☑️რეალური მდგომარეობა კი ისაა, რომ საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე (ტურისტები არ გვყავს) ერთი სავაჭრო ცენტრი 10 მილიონ მოგებას ნახულობს. ღმერთმა მისცეს მყიდველსაც და გამყიდველსაც!
☑️ეჭვი მეპარება, რომ დეპრესიული საინფორმაციო პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ოპომედია, მათი მფლობელების ვიწროპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, წლებია გვთავაზობს, ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ჯერ კიდევ უამრავი გაჭირვებული ადამიანისთვის, რაიმე სარგებელის მომტანი იყოს. ვფიქრობ, პირიქით.
☑️ამიტომ, ნაგვის ურნების ტრიალს სჯობს ჩვენს მოქალაქეებს სოლიდარობა ვასწავლოთ, ზიზღის ნაცვლად სიყვარული ვთესოთ.
☑️მაგრამ სად გცალიათ საზოგადოების ინტერესებისათვის?! მთელი ძალისხმევა ერთადერთი მდიდარი ადამიანის წინააღმდეგ გაქვთ მიმართული, რომელიც უზარმაზარ თანხებს ხარჯავს თავის ქვეყანაში. ვინ ებრძვის მას? ებრძვიან ბიუნეტის ხარჯზე გამდიდრებული ექს-ჩინოვნიკები, რომლებმაც ამ არჩევნებზე ათეულობით, ხაზს ვუსვამ, ათეულობით მილიონი ლარი დახარჯეს და არა ის გროშები, რაც ოფიციალურ ანგარიშებში მიუთითეს. თანხების წარმომავლობით ვინმე ინტერესდება?
☑️ის რომ გუშინ უსაფრთხოების ყველა ნორმა დაირღვა, ფაქტია. შედეგები იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად იცვადნენ პირბადის ტარების და სხვა წესებს. ეს ან შეამსუბუქებს შედეგებს, ან დაამძიმებს.
☑️პანდემიის შესახებ ალბათ კიდევ უნდა დავწერო, რა თქმა უნდა წესების დაცვის და საინფორმაციო უსაფრთხოების ჭრილში, თუმცა იქნებ მოსახლეობამაც გადახედოს როგორ ებრძვიან ჩინელები ვირუსს, როგორ იქცევა საზოგადოება?!
☑️თუმცა, ჩვენ სხვა აზროვნება გვაქვს. ჩვენ ვფიქრობთ:
▪️ვირუსი მე არ მექნება, მე გვერდს ამივლის;
▪️მაინც ყველა მიდის და მეც წავალ;
▪️ყველა არღვევს და ერთით მეტი, ერთით ნაკლები...;
▪️ფანჯრიდან ნამწვს გადავაგდებ, ჩემი ერთი ნამწვი რას დაანაგვიანებს?!
▪️ჯერ სხვებმა დაიცვან წესები, მერე მე დავიცავ და ა.შ.
☑️რა "შავი პარასკევი", ჩვენთან 50 ან 70%-ანი ფასდაკლება არ არსებობს. 100 ლარად რაც უნდა გაყიდონ, აწერენ: ძველი ფასი 150, ახალი ფასი 100. ან ახალ საქონელს შემოტანისას ადებენ 200-300%-ს, შემდეგ ნელ-ნელა აიაფებენ. "შავი პარასკევის" მეორე დღეს, ანუ თეთრ შაბათსაც იგივე ფასად იყიდით. რას აკლავთ თავს?
☑️ყველა შეზღუდვის ერთიანად გამოცხადებას, ერთბაშად ჩაკეტვას, სჯობდა მათი ეტაპობრივი დაწესება და დაწესებული მოთხოვნების კონტროლის მკვეთრი გამკაცრება. თვეებია ვწერ აღსრულების კონტროლის გამკაცრებაზე. თუმცა, განზრახ წესების დარღვევით, არჩევნებამდე მიტინგების და სუფრების, არჩევნების მერე კი აქციების მომწყობ ოპოზიციას, ხმა არ ამოგეღებათ.
☑️შარშან, როცა საახალწლოდ ბუმი იყო სავაჭრო ცენტრებში, ასე ხსნიდნენ, ხალხი მთელი წელი ემზადება და უკანასკნელს ხარჯავსო. თუმცა, 2019 წელს ქართველებმა საზღვარგარეთ 2,1 მლრდ ლარი დახარჯეს. წელს, როცა ახალ წლამდე 1 თვით ადრე, პანდემიის და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში, სავაჭრო ცენტრებში ასეთი ბუმია, ეჭვი მეპარება ამ ხალხს ხვალინდელი დღის შიში ჰქონდეთ, ან აწმყოთი იყვნენ უკმაყოფილო.
☑️საშობაოთაც ანალოგიური ბუმი იქნება, საბედნიეროდ.
☑️დღეიდან კი უამრავი ადამიანი სამსახურში ვერ ივლის, რადგან ტაქსით სამოძრაო ფული არ ექნებათ. მარკეტების გამყიდველები, ბენზინგასამართი სადგურების ოპერატორები, სალონების სტილისტები, ბანკების ან აფთიაქების თანამშრომლები, რომელთა თვიური შემოსავალი საშუალოდ 400-600 ლარია, ერთი რაიონიდან მეორეში რითი ივლიან? თუ ფიქრობთ, რომ სამსახურები სახლთან აქვთ ან კომპანიები დაუქირავებენ ტრანსპორტს?! \'\', - წერს ამირან სალუქვაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა