თეგებით ძიება

რუსულ-ქართულ ურთიერთობებში მთავარი ხელისშემშლელი არის ხელისუფლების უუნარობა, ის რომ უუნარო არ იყოს, არც სიძულვილის ენა იქნებოდა - ნინო ბურჯანაძე

რუსულ-ქართულ ურთიერთობებში მთავარი ხელისშემშლელი არის ხელისუფლების უუნარობა, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის ონლაინ შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით ვერაფერს შეცვლის უკეთესობისკენ.

„რუსულ-ქართულ ურთიერთობებში მთავარი ხელისშემშლელი არის ხელისუფლების უუნარობა. ხელისუფლება რომ უუნარო არ იყოს, არც სიძულვილის ენა იქნებოდა, რადგან თუ იქნებოდა რაიმე ტიპის პოზიტივი ან თუნდაც პოზიტივის მოლოდინი, რომელიც ხელისუფლებამ უნდა შექმნას, მაშინ სიძულვილის ენაც ნაკლები იქნებოდა. ასე რომ, როცა გყავს უუნარო ხელისუფლება, მას უნდა მოსთხოვო პირველ რიგში პასუხი. ეს არის მისი პასუხისმგებლობა და ვერაფერს უკეთესობისკენ ეს ხელისუფლება ვერ შეცვლის. ეს არის მონური სულის, ვასალური სულის ხელისუფლება, რომლისთვისაც მთავარია ფული. ასე რომ, მე არ ველოდები ამ ხელისუფლების ხელში არაფერს პოზიტიურს ქვეყნისთვის“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე განცხადებით, ხელისუფლებას არ შეუძლია საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვა.

„და კიდევ ის ადამიანები, რომლებმაც მონური მორჩილებით „ქართულ ოცნებას“ მისცეს ხმა, რაღაცებს გელაპარაკებიან და ჭკუას გვარიგებენ. ერთი კომპონენტი თქვით, გარდა იმისა, რომ ვიღაცის გეშინიათ, რატომ მიეცით „ქართულ ოცნებას“ ხმა? შიშის გამო ხმის მიცემა დიდი ვერაფერი ვაჟკაცობაა, ამით თავს ნუ მოიწონებთ. ფულის გამო ხმის მიცემა უარესია“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა