სიმსივნესთან მებძოლი პაციენტის დაკრულზე აცეკვებული მედიკოსის ემოციური ვიდეო
ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის სისხლის ბანკისა და ტრანსფუზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ფიხაშვილი სოციალურ ქსელში სიმსივნესთან მებძოლი პაციენტის დაკრულზე აცეკვებული ექთნის ემოციურ ვიდეოს ავრცელებს.
როგორც „იმედინიუსს“ ინგოროყვას კლინიკაში განუცხადეს, 20 წლის პაციენტი ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის. ვიდეო სამომავლოდ ტრანსპლანტაციისთვის ღეროვანი უჯრედების მობილიზაცია-შეგროვების დროსაა გადაღებული.