არ იყო იმ წუთას ჩაცმული და დრო რომ არ დაეკარგა, დაეხმარა - საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ ყოველდღიურ რეჟიმში რიგითი ექიმები, ექთნები და სანიტარები - თეონა ცხომელიძე
ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე კოვიდინფიცირებული ექიმების შესახებ სოცილურ ქსელში სტატუს აქვეყნებს:
"დიდი ხანია კოვიდამბავი არ მომიყოლია. კლინიკაში როცა ვიწექი, მედიკოსებიდან რამდენიმეს კორონა უკვე გადატანილი ჰქონდა.
ერთს ვკითხე, აქ ხომ შეფუთულები ხართ და როგორ გადმოგედოთქო. სრულიად ჩვეულებრივად მომიყვა, როგორ გახდა პაციენტი უცებ ცუდად, ეს არ იყო იმ წუთას ჩაცმული და აღჭურვილობის ჩაცმაზე დრო რომ არ დაეკარგა, მიქანდა და დაეხმარა, ასე შიშველი ხელებით. შესაბამისად გადაედო კოვიდ 19.
იმდენად ბუნებრივად მოყვა, რომ მეც ჩვეულებრივად მივიღე.
გარდაცვლილი მედიკოსების სტატისტიკას გადავხედე და გამახსენდა ეს ამბავი.
საკუთარი სიცოცხლე გარისკა ადამიანმა და ამას სრულიად ბუნებრივად, ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებენ რიგითი ექიმები, ექთნები და სანიტარები...", - წერს თეონა ცხომელიძე.