თეგებით ძიება
01. 12. 2020 მსოფლიო

8 დაღუპული და 60-მდე დაჭრილი- ციხეში კორონავირუსის გავრცელებით უკმაყოფილო პატიმრები უსაფრთხოების სამსახურებმა დაცხრილეს

8 პატიმარი დაიღუპა და 59 მძიმედ დაშავდა მას შემდეგ, რაც შრი ლანკის ციხეში მომხდარი ბუნტის ჩასახშობად უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ავტომატური იარაღებიდან ცეცხლი გახსნეს. დაცვის ორი წერი აგრეთვე კრიტიკულად დაშავდა დაპირისპირების შედეგად.

არეულობა ხალხით გადატვირთულ საპატიმროებში მას შემდეგ დაიწყო, რაც აღნიშნულ დაწესებულებაში აქტიურად დაფიქსირდა კოვიდ ვირუსის გავრცელების ფაქტები. პოლიციელთა თქმით კი ეს ფაქტი პატიმრებმა არეულობის მოსაწყობად გამოიყენეს. მსჯავრდებულებმა სცადეს ციხეზე კონტროლი დაემყარებინათ, ასეულობით პატიმარმა კი გაქცევა სცადა, რა დროსაც გამძვინვარებული ხალხის შესაჩერებლად ცეცხლსასროლი იარაღი იქნა გამოყენებული.

მსჯავრდებულებმა ციხის შენობის მნიშვნელოვანი ფართობი დაანგრიეს- განსაკუთრებით კი ზედამხედველთა კაბინეტები. მას შემდეგ, რაც მცველებმა ცეცხლი გახსნეს 5 პატიმარი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 3 კი სააოპერაციო მაგიდაზე. სხვადასხვა სახის არასასიკვდილო ჭრილობები მიიღო აგრეთვე 59-მა მსჯავრდებულმა. 2 ადამიანი ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაშია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

გავრცელებული ინფორმაციით, საპატიმროში მცველების დასახმარებლად გამოიძახეს აგრეთვე ასეულობით პოლიციის თანამშრომლები, რომელთაც ციხის ტერიტორიაზე უსაფრთხოება უზრუნველყვეს.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა