თეგებით ძიება

არის ჯგუფი, რომელიც ემზადება გადატრიალებისთვის - შალვა პაპუაშვილი

"ფაქტია და ყველა ნიშანი აჩვენებს იმას, რომ არის ჯგუფი, რომელიც ემზადება გადატრიალებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გადატრიალებისთვის ამზადებენ საბაბს არასამთავრობო ორგანიზაციების გამოყენებით.

"ფაქტია და ყველა ნიშანი აჩვენებს იმას, რომ არის ჯგუფი, რომელიც ემზადება გადატრიალებისთვის. ამის არანაირი რევოლუცია და რომანტიზება არ შეიძლება. ემზადებიან გადატრიალებისთვის, რასაც 2020 წელს აპირებდნენ და მაშინ არ გამოუვიდათ.

ამისთვის ამზადებენ საბაბს იმ „ენჯეოების“ გამოყენებით, რომლებიც საარჩევნო აქციებს მართავენ და საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულები - რომ შეადგინონ ყალბი ანგარიშები, როგორც ეს 2020 წელს გააკეთეს ყალბი „პივიტის“ გავრცელებით, რათა შეიქმნას საბაბი გადატრიალებისთვის.

ამისთვის ემზადებიან სინამდვილეში. ასე რომ ფხიზლად უნდა იყოს ჩვენი ხალხი და მთავარი ანტიდოტი ასეთი არაქართული ძალებისთვის არის მოსვლა არჩევნებზე და დამაჯერებელი დამარცხება ამ არაქართული ძალების“, - აღნიშნა პაპუაშვილმა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა