თეგებით ძიება
01. 12. 2020 მსოფლიო

ბრძოლა სიცოცხლის გადარჩენისთვის- გაუჩინარებული მეზღვაური შუა ზღვაში აღმოაჩინეს- იგი ერთი დღის განმავლობაში ამოყირავებულ ნავს ეჭიდებოდა

აშშ-ში მეზღვაური, რომელიც თავის მცურავ საშუალებასთან ერთად გასული დღეების განმავლობაში ზღვაში გაუჩინარდა, კონტეინერის გადამზიდავი გემის ეკიპაჟმა ფლორიდის სანაპიროებთან აღმოაჩინა- იგი თავის გადაყირავებულ ნავს იყო ჩაჭიდებული.

62 წლის სტუარტ ბი მარინას კონცხიდან პორტ კანავერალისკენ გაცურა თავისი 10 მეტრიანი ნავით. სამაშველო სამსახურებმა ატეხეს განგაში შაბათს მას შემდეგ, რაც იგი ნავსადგურში დათქულ დროს ვერ შემოვიდა. ზემოხსენებული პირი კანავერალიდან 138 კილომეტრის მოშორებით ღია ზღვაში აღმოაჩინა კონტეინერების გადამზიდავმა გემმა, ენჯელესმა, რომელმაც მეზღვაური თავის ბორტზე ამოიყვანა. გადამზიდავი ეკიპაჟის წევრებმა ფოტო-ვიდეოც გადაიღეს, სადაც ასახულია სტუარტი, რომელიც თავის გადმოყირავებულ ნავს ეჭიდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, სტუარტ ბი თავის ნავს 15 საათის განმავლობაში იყო ჩაჭიდებული - მისი თქმით, უკვე იმედი გადაწურული ჰქონდა, თუმცა საოცრად გაუმართლა.

აღნიშულის შესახებ ენჯელესის მეთაურობამ შეატყობინა ამერიკის სანაპირო დაცვას, რომელთაც მალევე გამოგზავნეს თავიანთი მაშველთა სამსახურები და „დაკარგული მეზღვაური“ უკან გაიყვანეს.


წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა