ადამიანები მიხვდებიან, რომ ამქვეყნად თავისუფლებაზე ძვირფასი არაფერია - ზურაბ ჯაფარიძე
,, არ არსებობს არანაირი ჰიპოთეტური საფრთხე, რის გამოც რომელიმე მთავრობას შეუძლია მითხრას რომ უნდა დავრჩე სახლში და მიმშილით მოვკვდე ან მოვკლა ჩემი შვილები. ეგეთი ძალა ჩემთვის არ არსებობს, ამიტომ არ ვემორჩილებით ამ რეგულაციებს“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
რეგულაციების სიმკაცრეზე საუბრისას მან „რეფორმერი ფიტნესის“ მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ იქ დასაქმებული ადამიანებისთვის ეს საქმიანობა შემოსავლის ერთადერთი წყაროა.
„ჩემი პასუხისმგებლობის საკითხია, მივდივარ სავარჯიშოდ თუ არა. ასევე ისიც, სადმე მივდივარ სამუშაოდ თუ არა და სხვების პასუხისმგებლობაა ჩემთან ექნებათ შეხება თუ არა. ამას ვწყვეტთ ჩვენ. თუ მის შვილებს შია, ადამიანი წავა და იმუშავებს, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მის შვილებს არ შიოდეთ.
ადამიანები მიხვდებიან, რომ თავისუფლებაზე ძვირფასი ამქვეყნად არაფერი არსებობს და არ შეიძლება მონა იყო, არც ერთი მთავრობის. რის გამო დაგამონებენ, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, იმის გამო, რომ პანდემიის საფრთხეა, თუ რუსეთია საფრთხე ან სხვა რაღაც დიადი მიზნები არსებობს, რომელსაც უნდა მივაღწიოთ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ან ხარ მონა, ან არ ხარ“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.