ახალციხეში მომხდარ შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა - ვინ არის ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა?
ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, ადგილზე გარდაიცვალა ერთი ავტომობილის მძღოლი, ხოლო მეორე მანქანაში მყოფი ქალბატონი, კლინიკაში მიყვანის შემდეგ."ორი ქალბატონი შემოიყვანეს. ერთი დაახლოებით შემოყვანიდან ნახევარ საათში გარდაიცვალა, ზუსტ დროს ვერ გეტყვით, ყველაფერი ჩაუტარდა. პოლი-ტრავმა ჰქონდა და მრავლობითი დაზიანებები.
მიუხედავად ჩატარებული კვლევებისა და რეანიმაციისა გარდაიცვალა. მეორე ქალბატონი სტაბილურად მძიმეა, გონზეა უტარდება კვლევები" - უთხრა "სამხრეთის კარიბჭეს" კლინიკა „იმედის“ დირექტორმა, გიორგი ბარძიმაძემ.
გარდაცვლილი 28 წლის გოგიტა კაჭკაჭაშვილია. ავარიის დროს ის ავტომობილის საჭესთან იყო. მას მეუღლე და თვეების შვილი დარჩა. კაჭკაჭაშვილი სოფელ არლელიდან არის.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ს 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.