თეგებით ძიება

ხაზარაძე \'\'საბანკო ტერორისტად\'\' ჩამოყალიბდა - ნიკოლოზ მჭედლიშვილი


ანალიტიკოსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს:



\'\' მამუკა ხაზარაძემ გუშინ ერთ-ერთი ოპოზიციური არხის ეთერში განაცხადა: "თუ ასე გაგრძელდა, დეპოზიტებს, რომლებიც საბანკო სექტორშია, შეიძლება საფრთხე დაემუქროს... სისტემა გასაჯანსაღებელია".
აი, ამას აცხადებს ყოფილი ბანკირი, რომელმაც ყველაზე კარგად იცი რა ფაქიზი სფეროა საბანკო სექტორი და რა ადვილად შეიძლება გამოუთხარო ძირი ყველაზე ჯანსაღ საბანკი სისტემასაც კი ასეთი განცხადებებით.
ქართულ საბანკი სისტემას არაფერი ამის მაგვარი არ ემუქრება იმ ფონზე, რომ დეპოზიტები და სესხები იზრდება და ბანკების ფინანსური მაჩვენებლებიც სტაბილურია.
ასეთი განცხადება თვით მიხეილ სააკაშვილსაც კი არ გაუკეთებია წლების მანძილზე, რომელიც ქუჩიდან ცდილობს სახელმწიფოს მორყევას.
აი. ხაზარაძემ კი თავისი \'ნიშა"იპოვა როგორც იქნა პოლიტიკურ ბაზარზე და სახლემწიფოს დანგრევა საბანკო სისტემის ძირის გამოთხრით გადაწყვიტა. "მჯობზე მჯობი არ დაილევაო", ნათქვამია.
უფრო სწორედ, ხაზარაძე "საბანკო ტერორისტად" ჩამოყალიბდა, როგორც ჩანს, რომელიც მთლიანი სექტორის აფეთქებას ცდილობს...\'\', - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა