თეგებით ძიება

თორნიკე რიჟვაძე აქციის მონაწილეებზე: პროტესტის გამოხატვას კანონით დადგენილ ფარგლებში არავინ უზღუდავს, თუმცა ნებისმიერ სამართლებრივ გადაცდომაზე შესაბამისი რეაგირება გვექნება

როგორც მე, ისე ჩემი გუნდის თითოეული წევრი, მზადაა შეხვდეს, დაეხმაროს, მოუსმინოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც კონკრეტული პრობლემა აქვს, მაგრამ არანაირი სურვილი არ გვაქვს ნებისმიერი ფორმით მონაწილეობა მივიღოთ ამ უპასუხისმგებლო წარმოდგენებში, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ„ღია ეთერში“ განაცხადა.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, მათ პროტესტის გამოხატვას კანონით დადგენილ ფარგლებში არავინ უზღუდავს, თუმცა ნებისმიერ სამართლებრივ გადაცდომაზე შესაბამისი რეაგირება ექნებათ.

„ბოდიშს ვიხდი, თუ რიცხვებში ამერია და 20-ის ნაცვლად შესაძლოა, 30 ადამიანი იყო, მაგრამ ეს არსებითად არ ცვლის სურათს. ასევე, უნდა ნახოთ ის კონკრეტული პერსონები, ვინც დღის განმავლობაში ამ პროცესებში მონაწილეობენ, ესენი არიან კონკრეტული რადიკალური ჯგუფები, კონკრეტული კრიმინალური წარსულით და რა თქმა უნდა, მათთან მიმართებაში ჩვენ ძალიან მკაცრი პოზიცია გვექნება. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორც ადრე, დღეს, ხვალაც და მომავალშიც მზად ვარ, როგორც მე, ისე ჩემი გუნდის თითოეული წევრი, რომ შეხვდეს, დაეხმაროს, მოუსმინოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც კონკრეტული პრობლემა აქვს, მაგრამ არანაირი სურვილი არ გვაქვს ნებისმიერი ფორმით მონაწილეობა მივიღოთ ამ უპასუხისმგებლო წარმოდგენებში. ჩემთვის, მათ შორის ის 20-30 ადამიანთან მიმართებაშიც ძალიან სამწუხაროა იმ კონკრეტული რეკომენდაციების დაუცველობა, რაც დადგენილია. ჩვენი პასუხისმგებლობაა ყველას ჯანმრთელობა და ამ ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, თუ პასუხისმგებლობა ოდნავ მაინც გააჩნიათ მათ, ვინც ამ აქციებს უწევს ორგანიზებას, რომ სულ მცირე ატარონ პირბადე და დაიცვან დისტანცია. რა თქმა უნდა, მათ პროტესტის გამოხატვას კანონით დადგენილ ფარგლებში არავინ უზღუდავს, თუმცა ვიმეორებ, რომ ნებისმიერ გადაცდომაზე ყველას გვექნება შესაბამისი რეაგირება, როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა