თეგებით ძიება

რატომ თესავენ მზესუმზირას სახლში? - ცნობილი მცენარის უცნობი თვისებები

ჩვენ აქტიურად მოვიხმართ მზესუმზირის ზეთს და მოხალული მზესუმზირის თესლს, მაგრამ ყველამ არ იცის რამდენად სასარგებლოა მზესუმზირას ჯეჯილი ჯანმრთელობისთვის. ჩვენ გიამბობთ იმას, რაც აქამდე არ იცოდით.

მზესუმზირა ძალიან პოპულარული პროდუქტია მთელ მსოფლიოში, თუმცა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ორგანიზმი მასში შემავალი ყველა სასარგებლო ნივთიერების მთლიანად ათვისებას ვერ ახერხებს. ეს ნივთიერებები თითქოს დაკონსერვებულ მდგომარეობაში ინახებიან. საკმარისია მათი გაღივება, რომ ადვილად ასათვისებელნი გახდნენ. მზესუმზირის ჯეჯილი მდიდარია საკვები ნივთიერებებით, ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით. რატომ არის მისი საკვებად გამოყენება საჭირო, როგორ გავაკეთოთ ეს და როგორ გავზარდოთ მზესუმზირა სახლის პირობებში?

რატომ არის მზესუმზირას ჯეჯილი სასარგებლო?
ის შეიცავს 20-ზე მეტ ამინომჟავას, ორგანულ ნაერთებს, ფერმენტებს, ვიტამინებსა და მინერალები. დადასტურებულია, რომ ის ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე ნებისმიერი სხვა მწვანილი, რომელსაც სამზარეულოში ვიყენებთ.

ის შეიცავს:
ვიტამინებს E, PP, B.
ფოლიუმის, ნიკოტინის მჟავა.
მცენარეული ცილა.
მაგნიუმი.
თუთია.
კალციუმი.
ფოსფორი.
კალიუმი.
სელენი.
ამინომჟავები
ანტიოქსიდანტები.
კალორიულობა - 309 კკალ 100 გრ-ზე.

სასარგებლო თვისებები
1. ხელს უწყობს იმუნიტეტის გაუმჯობესებას.
2. ხელს უწყობს კუნთების ტონუსის მომატებას.
3. ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის გაუმჯობესებას.
4. ხელს უწყობს ნერვული სისტემის მუშაობის გაუმჯობესებას და ფსიქო-ემოციური ფონის სტაბილიზაციას.
5. ხელს უწყობს მუშაობის ეფექტურობის გაზრდას, მეხსიერების გაუმჯობესებას.
6. აუმჯობესებს ენდოკრინული სისტემის მუშაობას.
7. ამცირებს ქოლესტერინის დონეს.
8. აღადგენს მჟავა-ტუტოვან ბალანსს.
9. ეხმარება საშარდე გზების და რეპროდუქციული ორგანოების მუშაობას.
10. აქვთ სასარგებლო გავლენა ჰორმონალურ დონეზე. ახდენს ტესტოსტერონის დონის ნორმალიზებას მამაკაცებში, ეხმარება ქალებს მენოპაუზის პერიოდში. ამცირებენ უსიამოვნო სიმპტომებს, რომლებიც დაკავშირებულია ჰორმონების ნაკლებობასთან.
11. ამცირებს კიბოს რისკს და ახანგრძლივებს ახალგაზრდობას.
12. კალციუმის, ფოსფორისა და D ვიტამინის არსებობა ხელს უწყობს კბილების, ძვლების, სახსრების ჯანმრთელობას.
13. E, B, PP ვიტამინები აუმჯობესებენ ფრჩხილების, თმის, კანის მდგომარეობას. თუთია ხელს უწყობს ქერტლისგან გათავისუფლებას.
14. აჩქარებს ქსოვილის რეგენერაციას.
15. ფოლიუმის მჟავა განსაკუთრებით სასარგებლოა ორსული ქალებისთვის, რადგან იგი ხელს უწყობს ნაყოფის ტვინის, ნერვული და სხვა სისტემების ნორმალურ განვითარებას. ამცირებს თანდაყოლილი დეფექტების რისკს.

რაც შეეხება ზიანს და უკუჩვენებებს, მიუხედავად ყველა უპირატესობისა, აკრძალულია გამოყენება:
1. თუ ადამიანს აქვს გლუტენის მიუღებლობა(ცელიაკია).
2. თუ მზესუმზირას მიმართ ალერგიული ხართ.
3. კუჭ-ნაწლავის დაავადებების არსებობისას. პრობლემური ტრაქტის დროს, მზესუმზირას შეუძლია გამოიწვიოს ყაბზობის პროვოცირება და პერისტალტიკის დარღვევა.
4. მწვავე დაავადებებისა და ბოლოდროინდელი ოპერაციების დროს.
5. 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის - მათთვის ეს მძიმე საკვებია.

რატომ უნდა იყოთ ფრთხილად
1. გაღვივებული მზესუმზირის კალორიული შემცველობა საკმაოდ მაღალია, ამიტომ ბევრს თუ მიირთმევთ, სასარგებლოს ნაცვლად, საზიანო გახდება.
2. არ არის სასურველი გაღვივებული მზესუმზირას მირთმევა სხვა საკვებთან ერთად. მაგალითად, რძის პროდუქტებთან ერთად შეიძლება გაზების წარმოქმნის პროცესი გამოიწვიოს. მისი მირთმევა სასურველია ბოსტნეულთან და სხვა მწვანილებთან ერთად.
3. მოერიდეთ თერმულ დამუშავებას, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს სარგებელს.

როგორ გავზარდოთ მზესუმზირა სახლის პირობებში?
1. მზესუმზირას თესლი არ უნდა იყოს მოხალული.
2. მზესუმზირას თესლი თუშფალანგზე დაყარეთ და გამდინარე წყლით გარეცხეთ, სანამ სუფთა წყალი არ გაუვა.
3. ჩაყარეთ ფართო, ბრტყელძირიან ჭურჭელში. ბოლომდე ნუ შეავსებთ, რადგან, რადგან მოცულობაში მნიშვნელოვნად იზრდებიან.
4. დაასხით წყალი და დააფარეთ სახურავი ან ოთხად გადაკეცილი დოლბანდი. ჭურჭელი დადგით მზის სხივებისთვის მიუწვდომელ, მაგრამ თბილ ადგილას.
5. მეორე დღეს მზესუმზირა გაღვივებული უნდა იყოს. აუცილებელია ძველი წყლის გადაღვრა და ახლის დასხმა. ამის შემდეგ მზესუმზირა კიდევ ერთი დღით უნდა დარჩეს ბნელ ადგილას. ასე გაიმეორეთ, სანამ, ყლორტების სიგრძე 1 სმ არ მიაღწევს.
6. ამის შემდეგ შეიძლება მზესუმზირას მიწაში გადარგვა და პერიოდულად მორწყვა ან წყლის შესხურება (დღეში 2-ჯერ).
7. 6 – 8 დღის შემდეგ ნორჩი მზესუმზირა შეგიძლიათ საკვებად გამოიყენოთ. ამ პერიოდში ის ყველაზე სასარგებლოა ორგანიზმისთვის.
როგორ გამოვიყენოთ?

არსებობს თეორია, რომ სასარგებლოა მხოლოდ ყველაზე მოკლე, 1 სმ-მდე სიგრძის ჯეჯილი, რადგან ამის შემდეგ მცენარის ღეროში შხამი გრპვდება. ეს ტყუილია. უფრო ნორჩი მცენარე სასარგებლოა იმიტომ, რომ მასში სასარგებლო ნივთიერებების კონცენტრაცია ძალიან მაღალია, ხოლო შხამებსა და ტოქსინებზე საუბარი სიცრუეა.

მზესუმზირას გამოყენება მცირე რაოდენობით უნდა დავიწყოთ - პირველ დღეებში, დღეში 2 სუფრის კოვზიც საკმარისია. ეს ორგანიზმს შეგუების საშუალებას მისცემს. აუცილებელია საჭმლის მომნელებელი სისტემის მონიტორინგი. მცენარის მიღების მოცულობა თანდათან,მომდევნო 2 კვირის განმავლობაში უნდა გაიზარდოს და შეადგინოს დღიური ნორმა 50-100 გ.

პროდუქტის შენახვის მაქსიმალური ვადა ერთი კვირაა. უსიამოვნო სუნის გაჩენისთანავე, პროდუქტი საკვებად უვარგისია.
მზესუმზირა შეგიძლიათ მიირთვათ მწვანილის სახით, შეგიძლიათ გააშროთ, დაფქვათ და სალათებს, ბურღულეულებსა და სხვა კერძებს დაამატოთ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა