თეგებით ძიება
20. 09. 2024 მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა.

„გათბობის სეზონის დადგომასთან ერთად მერვე ვიზიტით კიევს ვეწვიე, ხოლო რუსეთი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღებას აგრძელებს. ჩვენ დავეხმარებით უკრაინას მის მამაც ძალისხმევაში“, - დაწერა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, ის კიევში უკრაინისთვის ევროპის დახმარების საკითხებზე სასაუბროდ ჩავიდა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი აღნიშნავს, უკრაინის დედაქალაქში ის განიხილავს მომზადებას ზამთრისთვის, თავდაცვისთვის და „დიდი შვიდეულის“ მიერ ახალი კრედიტის გამოყოფის საკითხს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა