თეგებით ძიება

გურიაში შშმ პირებისთვის საქველმოქმედო პროგრამა განხორციელდა

გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის მიერ რეგიონში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საქველმოქმედო პროგრამა განხორციელდა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ოზურგეთში, ლანჩხუთში და ჩოხატაურში 200 ოჯახს საკვები პროდუქტები დაურიგდა.

„ჩვენი ხელისუფლების მხრიდან შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და კიდევ უამრავი კარგი პროექტები განხორციელდება. მჯერა, ერთიანი ძალისხმევით მრავალ სასიკეთო ცვლილებას განვახორციელებთ, ჩემი მხრიდან ძალ-ღონეს არ დავიშურებ ვიზრუნო შშმ პირთა უფლებების დაცვაზე. ვულოცავ მათ დღევანდელ დღეს, ვუსურვებ ჯანმრთელობას და ყოველივე საუკეთესოს“ - აღნიშნა ვასილ ჩიგოგიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა