თეგებით ძიება

ნიკა მელია: გასაგებია, რომ კელი დეგნანს უნდა სტაბილურობა, ეს მისასალმებელია, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდეს

გასაგებია, რომ კელი დეგნანს უნდა სტაბილურობა, ეს მისასალმებელია, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, კრიტიკასა და თავდასხმას შორის არის უდიდესი განსხვავება.

„კრიტიკა არ არის თავდასხმა. მგონი, კარგად იცით დეფინიცია, რას ნიშნავს თავდასხმა და რას ნიშნავს კრიტიკა. მათ შორის არის უდიდესი განსხვავება. რის გამოც მე გამოვთქვი მოსაზრება, ეს მგონი, კარგად იცით. როდესაც ქვეყანაში არ ტარდება თავისუფალი არჩევნები, არის ოლიგარქიული რეჟიმი, ვინც არ უნდა იყოს და ამაზე ექნება სრულიად საპირისპირო პოზიცია, რა თქმა უნდა, ჩემგან კრიტიკას ყოველთვის დაიმსახურებს. ჩვენ ვიბრძვით, რომ ჩვენი ქვეყანა არ დაემსგავსოს რუსეთის ფედერაციას. არჩევნები ტარდება რუსეთში? კელი დეგნანს უნდა სტაბილურობა, გასაგებია, რომ ეს უნდა და მისასალმებელია, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდეს, იდევნებოდნენ ოპოზიციური ლიდერები, თავისუფალი სიტყვა იზღუდებოდეს და ა.შ. ეს არის ის, რაც არ მინდა ამ ქვეყანაში ხდებოდეს. ამ ყველაფერს თუ შევხედავთ, როგორც ნორმას და მივიღებთ პროზაულ მოცემულობად, ეს ყველაფერი მოხდება მრავალი წლის განმავლობაში. ნებიმისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს და ვინც ამბობს, რომ ქვეყანას ოლიგარქი არ მართავს, ქვეყანაში არჩევნები არ გაყალბებულა, კრიტიკას დაიმსახურებს“, - განაცხადა მელიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა