თეგებით ძიება

მეგობარმა მიმიყვანა, გაიცანი ეს დედაშენიაო მითხრა – ზურა ხაჩიძე მისი ცხოვრების დღემდე უცნობ დეტალებზე

მომღერალმა ზურა ხაჩიძემ გადაცემაში "პროფილი" თავის ცხოვრების აქამდე უცნობ დეტალებზე საუბრა:

“ძალიან მძიმედ მახსოვს 13 წლის ასაკში როგორ გადამიყვანა მეგობარმა. ტყუილით მიმიყვანა ჩემმა მეგობრმა. პირდაპირ ჩემს თვალწინ დადგა, ეს დედაშენიაო.

რაღაც იყო ჩემს სამყაროში, რომ მაიძულებდა ეს ქალი არ მენახა, იმიტომ რომ მიმატოვა. ბებიასთვის ბევრჯერ დამისვამს კითხვა, დედას წავუყვანივარ? როცა დედა და მამა დაშორდნენ-მეთქი. ბებია მეუბნებოდა, რომ ბევრჯერ მივეცი ამის შესაძლებლობა, მაგრამ დედა პატარა იყო, დედა ვერ მივლიდა, ხან სიცხიანი გადმოვყავდი ბებიას. ბებიაჩემი ექიმი იყო. იმდენი სიკეთე აქვს მას გაკეთებული და იმდენი ბავშვია მის ხელში დაბადებული …ბებია ძალიან უზრუნველყოფდა ჩემს ცხორებას…ბევრჯერ ებიამ მისცა საშუალება დედაჩემს, რომ მასთან დავრჩენილიყავი, მაგრამ დაურეკავს მეზობელს, რომ ბავში ტირის, დედამისი სახლში არ არის, დედაჩემსაც აერია ალბათ ცხოვრება…” – ამბობს ზურა ხაჩიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა